გორში გარემოვაჭრეებსა და მერიის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა - ერთ-ერთი გარემოვაჭრე ცუდად გახდა
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, გარემოვაჭრეებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
გარემოვაჭრეებს „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე, ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა.
მუნიციპალური ინსპექცია გარემოვაჭრეებს ახალ ბაზარში, წმინდა წყლის დასახლებაში გადასვლას სთავაზობს, თუმცა პროტესტის მონაწილეები ამაზე უარს აცხადებენ, რადგან აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე მომხმარებელი არ დადის. მათივე თქმით, გურამიშვილის ქუჩის დატოვებას არ აპირებენ.
"ინტერპრესნიუსი"