25 დეკემბერსა... - კვირის პალიტრა

25 დეკემბერსა...

გუშინ 25 დეკემბერი იყო და როგორც ჩვენს საშობაო სიმღერაშია, ისე იზეიმეს სხვებმა ეს დღე. ახალ წელს იზეიმებენ ისე როგორც ჩვენ და მერე ... ისინი 2012-ში გადავლენ... და ჩვენ ?..

ჩვენ სიმღერა ცალკე დაგვრჩება და დაიწყება თავიდან...

ისევ ვერ აუვალთ ჩვენი პატარების ყოველ წელს დასმულ კითხვას, ციფრების ცნობა, რომ იციან, კალენდრები აქვთ კედელზე და იქ რაღაც სხვა ხდება... მერე ისიც უნდა აუხსნა, რომ შობა აუცილებლად ახალ წლამდე უნდა იყოს. და თუ ასეა, მერე ისიც, რატომ მიულოცეს ახალი წელი 7 დღის წინ... და რატომ მღერის იმ სიმღერას სულ სხვა რიცხვი, რომ აწერია კალენდარს მაშინ... მერე ისიც აინტერესებთ სად არის კიდევ ასეო? და შენც ჩამოუთვლი 2-3 ქვეყანას და იმ მტრად შერაცხულსაც ვერ გამოტოვებ... და გაიგებს?... ან შენ გამოგივა ძალინ დამაჯერებლად? როცა იმან უკვე დაგუგვლაც იცის და ინფორმაციის ოკეანეშიც დიდი ხანია შენზე უკეთ ცურავს... მერე იმ გაუგებრობიდანაც უნდა გამოიყვანო, რომ ევროპელია, მაგრამ არც ისე... და ამ არც ისეთს... გაორებულს და დაბნეულს შენი მზა, თან იმპერეტიული პასუხებიდან, შენგანაც გაქცევა მოუნდება... გაქცეული კი სად მოხვდება და ვინ შეიფარებს უკვე ვეღარც გაიგებ...

მე კი ძალიან მინდა რომ ასე არ იყოს...