ჩხუბი ბათუმის სამგზავრო ავტობუსში - მამაკაცი ე.წ. სტარტოვკიდან გასროლით იმუქრებოდა - კვირის პალიტრა

ჩხუბი ბათუმის სამგზავრო ავტობუსში - მამაკაცი ე.წ. სტარტოვკიდან გასროლით იმუქრებოდა

ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ე.წ. სტარტოვკა ჰქონდა, რისი გასროლითაც იმუქრებოდა.

მომხდარის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი სწორედ სამართალდამცავებმა „შეაჩერეს“.

გავრცელებული ცნობით, საბოლოოდ, აღნიშნული პირის დაკავება არ მომხდარა, ვინაიდან ინციდენტის დროს გასროლა არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"