"სელფისაც" დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში!" - მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია "იმედს" მიმართავს
პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქის" მეშვეობით ტელეკომპანია "იმედს" მიმართავს.
"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?ეს ბათუმის ბილეთები თუ გინდათ, სელფისაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ წარმატებები გეოგრაფიაში!" - წერს ხაზარაძე და ბილეთების ფოტოებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "იმედმა" გააშუქა "ხალხის ძალის“ წევრის ზურაბ ქადაგიძის მიმართვა ხაზარაძისადმი. ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:
"რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა, გისმენთ" - წერს ხაზარაძე.