რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური სერგეი შოიგუს და რუსული არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენებას ცდილობს - რა ინფორმაციას ავერცელებს უკრაინის დაზვერვა? - კვირის პალიტრა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური სერგეი შოიგუს და რუსული არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობებიდან გადაყენებას ცდილობს - რა ინფორმაციას ავერცელებს უკრაინის დაზვერვა?

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და რუსული არმიის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის თანამდებობებიდან გადაყენებას ცდილობს.

ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრეი ჩერნიაკი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრემლში შიდაპოლიტიკური ბრძოლა პიკს აღწევს.

„უკრაინის დაზვერვა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლის მცდელობებს ადასტურებს. ეს შიდა კონფლიქტი გრძელდება და გამარჯვებული მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რომელი მხარე გამოვა გამარჯვებული", - განაცხადა ჩერნიაკმა.

მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა და რეგულარულ არმიას შორის კონფლიქტი ევგენი პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ გამწვავდა.

"ინტერპრესნიუსი"