თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულ სტუდენტს, მარიამ მაისურაძეს ემშვიდობება
3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს დაკრძალავენ.
მარიამ მაისურაძის შესახებ მიმართვას ავრცელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს:
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მაისურაძეს დაკრძალავენ სამშაბათს, 22 აგვისტოს, ქ. რუსთავში", - წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.