მარგარიტა სიმონიანის პირადი ცხოვრება და სკანდალები: ქმრები, პუტინის რეზიდენციაში დაწყებული მშობიარობა და დაპირისპირება ალა პუგაჩოვასთან - კვირის პალიტრა

მარგარიტა სიმონიანის პირადი ცხოვრება და სკანდალები: ქმრები, პუტინის რეზიდენციაში დაწყებული მშობიარობა და დაპირისპირება ალა პუგაჩოვასთან

კრემლის პროპაგანტისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი თავისი განცხადებებითა და შეხედულებებით ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მას შემდეგ კი, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, სიმონიანი ღიად უცხადებს მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის პოლიტიკას.

margarita-simonyan-770x512-1692685994.jpg
ფოტო: rtvi.com

მომავალი ჟურნალისტი 1980 წელს კრასნოდარში დაიბადა. როგორც ცნობილია, ის დასთან ერთად ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდა. მამა - სიმონი საარსებოდ თანხას მაცივრების შეკეთებით გამოიმუშავებდა, დედა კი - ყვავილებს ყიდდა.

როგორც მარგარიტა სოციალურ ქსელში წერდა, ის ბავშობაში ისეთ ქუჩაზე გაიზარდა, სადაც არ იყო არც წყალგაყვანილობა, არც საკანალიზაციო სისტემა და არც ბუნებრივი აირი. საბავშვო ბაღში მან სწრაფად ისწავლა წერა-კითხვა, ამიტომ ბაღის მასწავლებელი ხშირად აკითხებდა ზღაპრებს. შემდეგ კრასნოდარის სკოლაში განაგრძო სწავლა, მე-9 კლასში კი გაცვლითი პროგრამით აშშ-შიც მოხვდა. სკოლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად კი - მოსკოვში სამსახიობო ოსტატობას ცნობილი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჯგუფში სწავლობდა.

1562040149-e-news-1692686119.su_1552198052_0_0_2479_1755_1440x900_80_0_1_14e536f634d0c522700e7d9e5b129b40-770x545.jpg
ფოტო: e-news.su

სიმონიანი საკმაოდ ადრე მოხვდა ტელევიზიაში, 19 წლის ასაკში კი სიუჟეტის მოსამზადებლად ჩეჩნეთში გაუშვეს. ცხელ წერტილში მუშაობამ სიმონიანს რუსეთში დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. სხვადასხვა დროს სატელევიზიო სიუჟეტის მოსამზადებლად ის ოკუპირებულ აფხაზეთშიც იმყოფებოდა.

ყველასთვის ცნობილია, რომ სიმონიანი კრემლის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. 2018 წელს, წინასაარჩევნო კამპანიისას, ის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად გამოცხადდა. მარგარიტა სიმონიანი ერთ -ერთ თავის პუბლიკაციაში ვლადიმერ პუტინზე წერს: "ის ჩვენი ბელადია და მის შეცვლას არ ვაპირებთ".

simonian2-1692687090.png

"შიშით ვიხსენებთ 90-იან წლებს, როგორ ვცხოვრობდით პუტინამდე, ეს ხომ ობიექტური ფაქტია! ახლა ამბობენ, რომ "პენსიები მცირეა", პენსიები მცირეა, მაგრამ იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე იყო. უფრო მეტიც, მას საერთოდაც არ იხდიდნენ, დაგავიწყდათ? არც მასწავლებლებს აძლევდნენ ხელფასს".

მარგარიტა სიმონიანმა "მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის" რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის - 2008 წელს. სწორედ ის "აშუქებდა" რუსეთ-საქართველოს ომს.

პირადი ცხოვრება და სკანდალები

2005 წელს მარგარიტა სიმონიანის მეუღლე ტელეპროდიუსერი და ჟურნალისტი ანდრეი ბლოგოდირენკო იყო.

margarita-simonjan-andrey-blagodyrenko-1692685994.jpg

2012 წლიდან კი პირადი ცხოვრება ცნობილ რეჟისორს - ტიგრან კეოსაიანს დაუკავშირა, რომელიც იმ დროს ალიონა ხმელნიცკთან იყო ქორწინებაში.

ამის მიუხედავად, მარგარიტა წერდა, რომ ტიგრანის ახლა უკვე ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„ერთხელ ფეისბუკზე წავიკითხე: „გამარჯობა მარგარიტა! მე ტიგრან კეოსაიანი ვარ. უკვე დიდი ხანია, მომწონხართ, როგორც ჟურნალისტი და თანამემამულე. ახლა მანქანით მივდიოდი და რადიოში ვისმენდი, როგორ გლანძღავდნენ, ვერ მოვითმინე, გადავწყვიტე მხარი დამეჭირა და მომეწერა, რომ მახსოვს თქვენი რეპორტაჟები ჯერ კიდევ ბესლანიდან“. აი, ასე გავიგე, პირველ რიგში, ის, რომ სადღაც მლანძღავენ, მეორე კი ის, რომ თავად ტიგრან კეოსაიანია დაინტერესებული ჩემი ბედით“, - აღნიშნა მარგარიტა სიმონიანმა, როცა მომავალი მეუღლის გაცნობას იხსენებდა.

ამის შემდეგ, მარგარიტა სიმონიანმა კეოსაიანის ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა, ორი ფილმისთვის კი სცენარიც დაწერა. 2013 წლის აგვისტოში მარგარიტას და ცნობილ რეჟისორს გოგონა - მარიანა შეეძინათ, 2014 წლის სექტემბერში - ვაჟი ბაგრატი, 2019 წელს კი მესამე შვილი - მარო.

simonian-1692686930.png

როგორც რუსული მედია წერს, სიმონიანი დიდი ყურადღებით უდგება ბავშვების სწორად აღზრდის საკითხს. სიმონიანი აღნიშნავდა, რომ ბავშვობაში ფიქრობდა, ვერასდროს გათხოვდებოდა. როგორც ცნობილია, წყვილი სოჭში რესტორნის მფლობელია. ოფიციალურად ისინი მხოლოდ 2022 წლის მარტში შეუღლდნენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში სიმონიანმა განაცხადა, რომ მშობიარობა მაშინ დაეწყო, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.

"ბოლო მშობიარობა მაშინ დამეწყო, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიყავი. სწორედ იქ დავღვარე სანაყოფე სითხე. სასწრაფო არ მოვიდა. ერთ-ერთ კაბინეტში ავედი, სადაც აბაზანა იყო და წყალი გადავივლე, გამოვიცვალე. წავედი შეხვედრაზე და მაშინ დამეწყო ტკივილები. კიდევ კარგი, ძლიერი ტკივილები არ მქონდა. შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. ქალაქგარეთ უნდა მემშობიარა, მძღოლმა მითხრა, რომ 2 საათი გვჭირდებოდა გზაში, ამიტომ უახლოეს სამშობიაროში მივედით", - გაიხსენა ის ამბავი სიმონიანმა.

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი სოციალურ ქსელსა თუ რუსულ ტელეარხებზე სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, როცა მოსკოვი ცნობილმა პირებმა, მათ შორის - მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ დატოვეს, სიმონიანმა განაცხადა რომ გალ­კი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი იყო და პუ­გა­ჩო­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბა კა­რი­ე­რის კი­ბე­ზე ას­ვლი­სა და არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის და­მალ­ვის მცდე­ლო­ბის­თვის დას­ჭირ­და.

მაშინ, როცა ალა პუ­გა­ჩო­ვა მოს­კოვ­ში დი­ზა­ი­ნერ ვა­ლენ­ტინ იუ­დაშ­კინის გარდაცვალების გამო დაბრუნდა, სიმონიანმა განაცხადა:

"თუ ამ ია­ფ­ფა­სი­ან ქალს მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა, დაბ­რუნ­დეს და გა­აგ­რძე­ლოს რუ­სეთ­ში ფარ­სის მო­წყო­ბა, რო­მელ­საც ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დგამ­და, მე წა­ვალ. ეს იქ­ნე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფა, რო­მელ­საც ვერ ავი­ტან. ბევ­რს ვიც­ნობ, ვინც იმავეს გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნი­ან­მა.