6 თვეში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვიდან 22 გაშვილდა - მშვილებელ პირთა რაოდენობა 2153-ს შეადგენს - კვირის პალიტრა

6 თვეში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვიდან 22 გაშვილდა - მშვილებელ პირთა რაოდენობა 2153-ს შეადგენს

2023 წლის წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის 111 განსხვავებული საჭიროების მქონეა.

როგორც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, ამავე პერიოდში 22 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის 2 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

მათივე ინფორმაციით, მშვილებელ პირთა რაოდენობა 2153-ს შეადგენს.

რაც შეეხება გასულ წელს, სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო და გაშვილდა 39.

"ინტერპრესნიუსი"