რას წერს გია ხუხაშვილი თეა გოდოლაძესთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელსაც პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

რას წერს გია ხუხაშვილი თეა გოდოლაძესთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელსაც პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს

ექსპერტი გია ხუხაშვილი თეა გოდოლაძისა და პროკურატურის დაპირისპირებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ დედამიწის მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე პროკურატურა ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საქმის შეკერვაში ადანაშაულებს.

"ასე მუშაობს მანკიერი სისტემა:პროკურატურის თაროებზე ათასობით ასეთი ე.წ. საქმე დევს, რომელსაც წლების განმავლობაში მტვერი ედება სამართლებრივი უპერსპექტივობის გამო.როგორც კი ადამიანი დისკომფორტს შეუქმნის სისტემას, პროკურატურა გადაწმენდს მტვერს და გაააქტიურებს ერთადერთი მიზნით - შეაშინოს, დათრგუნოს და ენა ჩააგდებინოს.ეს იმათთვის დავწერე, შოვის ტრაგედიის გამოძიების შსს-დან პროკურატურაში გადატანას რომ ითხოვენ…ვითომ ეს რამეს შეცვლის…", - წერს ხუხაშვილი