"თეა გოდოლაძე წელიწად ნახევარია "საფართან" ერთად იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად, რადგან ძალადობა გამოვლილი ქალია" - ბაია პატარაია - კვირის პალიტრა

"თეა გოდოლაძე წელიწად ნახევარია "საფართან" ერთად იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად, რადგან ძალადობა გამოვლილი ქალია" - ბაია პატარაია

დღეს "კუ­რი­ერ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თეა გო­დო­ლა­ძე ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა 126 პრი­მა მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და თეა გო­დო­ლა­ძეს 2 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ხოლო საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით თეა გო­დო­ლა­ძეს, ის ამ­ბობს, რომ მისი დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა და შო­ვის ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ვერ პა­ტი­ო­ბენ. თეა გო­დო­ლა­ძის საქ­მე­ზე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

ბაია პა­ტა­რა­ია:

"ჩემი სო­ლი­და­რო­ბა და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა თეა გო­დო­ლა­ძეს. ის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია "სა­ფარ­თან" ერ­თად იბ­რძვის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, რად­გან ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი ქა­ლია. თუმ­ცა, დღეს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ე­ბი და ქო­ცპო­ლი­ტი­კო­სებ­მა თეა იქეთ ჩა­ა­ყე­ნეს თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში, რად­გან ძა­ლი­ან ყელ­ში ეჩხი­რე­ბათ მისი შე­უ­პო­ვა­რი ხმა შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე და თბი­ლი­სის ავ­ბე­დით გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ძა­ლა­დე­ებ­მა ზო­გა­დად და­ი­წყეს მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის­თვის ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბა. თეას შემ­თხვე­ვა­შიც ასე იყო, თუმ­ცა, თეას წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­ა­უქ­მა სა­სა­მარ­თლომ. გვე­გო­ნა, ასე დას­რულ­დე­ბო­და ეს მო­ძა­ლა­დის მო­გო­ნი­ლი მო­რი­გი აფი­ო­რა, მაგ­რამ ჩვენ­და გა­სა­ოც­რად თეას ახ­ლა­ხანს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს სრუ­ლი­ად შე­თი­თხნილ საქ­მე­ზე. ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა თეა გო­დო­ლა­ძის გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბა.

დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ში­შის ზარს სცემს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც შოვ­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას და ანა­ლიზს ცდი­ლობს და პა­სუხს სთხოვს სა­ხელ­მწი­ფოს. ხან ვის ეც­ნენ და ხან ვის: ჯე­ლა­ძის მერე თეას ჯე­რია. ცდი­ლო­ბენ რე­პუ­ტა­ცია შე­უ­ლა­ხონ და აი­ძუ­ლე­ბენ მის­თვის ტრამ­ვულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს.

არ მოგ­ცემთ უფ­ლე­ბას ის­რე­ბი გა­და­ი­ტა­ნოთ თეას კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან თეას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. შე­წყვი­ტეთ ის შე­თი­თხნი­ლი საქ­მეც, რო­მე­ლიც ახლა გა­გახ­სენ­დათ რა­ტომ­ღაც და ეს შავი პი­ა­რიც. ბო­ლომ­დე მოგ­თხოვთ პა­სუხს შოვ­ში და­ღუ­პუ­ლებ­ზე - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კი­სერ­ზეა ეს მსხვერ­პლი, რომ­ლის არი­დე­ბაც ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და". (წყარო)