"ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა" - რას ამბობენ ადგილობრივები სოფელ ხანდაკში მომხდარ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა" - რას ამბობენ ადგილობრივები სოფელ ხანდაკში მომხდარ მკვლელობაზე?

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ხან­დაკ­ში ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 80 წელს მიღ­წე­უ­ლია, მოკ­ლუ­ლი კი 65 წლის იყო. მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ცოლ-ქმარს არამ­დგრა­დი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­დათ და ხში­რად კა­მა­თობ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11-109 პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.