"ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს" - კვირის პალიტრა

"ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს"

ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით ვბრუნდებით”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა აღნიშნულმა ქვეყანამ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინა ახალ თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.

"ინტერპრესნიუსი"