"აფხაზეთის ომის დროს, თვითმფრინავით მივდიოდით სოხუმში და დაშვებისას რაკეტა გვესროლეს..." - ქართველი ჟურნალისტის თავს გადახდენილი ამბები და ამერიკული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"აფხაზეთის ომის დროს, თვითმფრინავით მივდიოდით სოხუმში და დაშვებისას რაკეტა გვესროლეს..." - ქართველი ჟურნალისტის თავს გადახდენილი ამბები და ამერიკული ცხოვრება

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნანა ღონ­ღა­ძე დიდი ხა­ნია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. დღეს კი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებს ჩვენ­თან იხ­სე­ნებს:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­დით, სა­ინ­ტე­რე­სოა, ტე­ლე­ვი­ზი­ის რუ­სუ­ლი რე­დაქ­ცია ვის ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და რა მი­ზა­ნი ჰქონ­და?

- მას სხვა­ნა­ი­რად სამ­ხედ­რო რე­დაქ­ცი­ას უწო­დებ­დნენ, ის უმ­თავ­რე­სად საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, რომ­ლე­ბიც ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ამ რე­დაქ­ცი­ას მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლე­ვან მა­ჩა­ი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რე­ჟი­სო­რი კი მერი ჯინ­ჭა­რა­ძე იყო. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ამო­ცა­ნა კი ის იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო უკეთ გაგ­ვეც­ნო და კარ­გად წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა...

- ეს ყო­ველ­თვის გა­მოგ­დი­ო­დათ?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა, მაგ­რამ მუ­დამ მახ­სოვ­და, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და მტე­რი არ უნდა გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტე­ბი იყო, მოს­კო­ვი ზოგ­ჯერ თა­ვის ჟურ­ნა­ლის­ტებს აგ­ზავ­ნი­და ან სა­ე­თე­რო დროს ორი­ვე მხა­რეს ერ­თნა­ი­რად უთ­მობ­და. ჯერ ჩემი ხედ­ვა, მერე სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მხა­რე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, დას­კვნა მა­ყუ­რე­ბელს უნდა გა­მო­ე­ტა­ნა.

- ამ პე­რი­ო­დი­დან რა გახ­სენ­დე­ბათ?

- 80-იანი წლე­ბი შე­და­რე­ბით წყნა­რი იყო. პარ­ტი­უ­ლი ყრი­ლო­ბე­ბი და პლე­ნუ­მე­ბი, შრო­მა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვარ თე­მებს წარ­მო­ად­გენ­და, მაგ­რამ სხვა რა­მე­ე­ბიც ხვდე­ბო­და ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში... იმ­ჟა­მად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნუგ­ზარ ფო­ფხა­ძე მო­ვი­და და ბევ­რი კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა შე­მო­ვი­და, ბევ­რი რამე გა­ნახ­ლდა.

მახ­სოვს მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბის თე­მამ წინ წა­მო­ი­წია, ეს თბი­ლი­სე­ლი თა­ლეს შო­ნი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. ასე­ვე ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის აღორ­ძი­ნე­ბა და­ი­წყო, თან ტე­ლე­სივ­რცე­ში ექ­სტრა­სენ­სე­ბი შე­უდ­გნენ მუ­შა­ო­ბას, გა­მოჩ­ნდა ჩუ­მა­კი, კაშ­პი­როვ­სკი, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით თბი­ლის­ში უნარ­კო­ზო ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

ჟან­რობ­რი­ვად მე რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­მე­ე­ბის კე­თე­ბა მი­წევ­და. რო­დე­საც ჩერ­ნო­ბი­ლის ტრა­გე­დია მოხ­და, მე და ოპე­რა­ტო­რი ვა­სილ ხუნ­და­ძე უკ­რა­ი­ნა­ში 5 მა­ისს ჩა­ვე­დით, კი­ე­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სას­წავ­ლე­ბელ­ზე, სა­დაც ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბიც სწავ­ლობ­დნენ, დიდი გა­და­ცე­მა უნდა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს რომ რე­ცხავ­დნენ, ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და, იმ­დე­ნად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არ ვი­ყა­ვით. რო­გორც ჩანს, მთავ­რო­ბას პა­ნი­კის ეში­ნო­და და ხალ­ხს ყვე­ლა­ფერს უმა­ლავ­და. იქ ერთ კვი­რა დავ­ყა­ვით, კი­ევ­ში პა­ტა­რა თუ­თი­ყუ­ში შე­ვი­ძი­ნე, ქოჩო და­ვარ­ქვი, მან მერე მარ­ტო­ო­ბა გა­და­მა­ტა­ნი­ნა, როცა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა. იმ ხა­ნებ­ში მე მეტი დრო გა­მიჩ­ნდა და უარი ვერ ვუ­თხა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის კი­ნო­მოგ­ზა­ურ­თა კლუ­ბის წამ­ყვან - იური სენ­კე­ვიჩს თხოვ­ნა­ზე, სვა­ნეთ­ზე დიდი პროგ­რა­მა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა. გამ­ზა­დე­ბუ­ლი ფირი მას მოს­კოვ­ში ჩა­ვუ­ტა­ნე, რად­გან პროგ­რა­მის შე­სა­ვა­ლი სტუ­დი­ა­ში ცო­ცხლად იური სენ­კე­ვიჩ­თან ერ­თად უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ძა­ლი­ან კი ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ იუ­რიმ ისე­თი სი­ტყვე­ბით შე­მამ­კო და იმ­დე­ნად გულ­თბი­ლი შეხ­ვედ­რა მო­მი­წყო, ჩემი ტექ­სტის უშეც­დო­მოდ წარ­მოთ­ქმა გა­მი­ად­ვი­ლა.

"პე­რესტრი­ო­კამ” თა­ვი­სე­ბუ­რი მო­ლო­დი­ნი მოგ­ვი­ტა­ნა, გვჯე­რო­და, რომ კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მოხ­დე­ბო­და და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის დროს უკეთ ვი­ცხოვ­რებ­დით. თენ­გიზ სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია გახ­სნა და ბიზ­ნეს­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, მე კი ისევ რე­დაქ­ცი­ა­ში დავ­რჩი. 1989 წელს, რო­დე­საც ცენ­ტრა­ლუ­რი სა­კავ­ში­რო ტე­ლე­ვი­ზი­ის სტრუქ­ტუ­რა იც­ვლე­ბო­და, მე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კო­რეს­პონ­დენ­ტო პუნ­ქტის უფ­რო­სო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რაც უფრო და­მო­უ­კი­დე­ბელს და ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილს მხდი­და. (გააგრძელეთ კითხვა)