მთავარი სეპარატისტი მოწამლეს?! - ახალგაზრდა არძინბა "მეფობისთვის" ემზადება - კვირის პალიტრა

მთავარი სეპარატისტი მოწამლეს?! - ახალგაზრდა არძინბა "მეფობისთვის" ემზადება

რაც დრო გა­დის და აფხა­ზე­თის ე.წ. ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია აღარ აქ­ტი­უ­რობს, დროს არ კარ­გავს ახალ­გაზ­რდა "სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი" ინალ არ­ძინ­ბა, რო­მელ­მაც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლა­მის მთე­ლი აფხა­ზე­თი შე­მო­ი­ა­რა. ენ­გუ­რის ხიდ­ზეც კი იმ­ყო­ფე­ბო­და. გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტზე, მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ბე­ლა­რუ­სის მიერ აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე...

ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ირო­ნი­უ­ლად ხუმ­რო­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბამ მე­ფის გვირ­გვი­ნი უკვე მო­ირ­გო. დარ­ჩა მხო­ლოდ ერთი რამ - სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­ფორ­მე­ბა, რო­მელ­საც ასე ელო­დე­ბა, ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე უნდა მოხ­დეს, თით­ქოს ბჟა­ნი­ამ მის­ცა კურ­თხე­ვა. ბჟა­ნია კი, რო­მელ­საც ვი­თომ მსუ­ბუ­ქი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვს, რა­ტომ­ღაც მოს­კო­ვის კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბას არ ჩქა­რობს.

ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან­ქვა­ბი კი გავ­ლე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ასაკ­შია და ძვე­ლე­ბუ­რი რიხი არ აქვს. ამა­სო­ბა­ში არ­ძინ­ბას პი­ა­რი გა­აქ­ტი­ურ­და. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს ახა­ლი ემა­ტე­ბა - პუ­რის, საწ­ვა­ვის და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა პრო­დუქ­ტე­ბის ფასი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს. ამის შე­სა­ხებ წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ სი­მარ­თლე იცოდ­ნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პრე­ზი­დენ­ტი, რათა გა­ი­გონ, რის­თვის უნდა იყ­ვნენ მზად, რას აპი­რე­ბენ და გეგ­მა­ვენ მათი კონ­კუ­რენ­ტე­ბი. "ოფი­ცი­ა­ლუ­რი, მშრა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ბჟა­ნი­ას ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სიც­რუ­ეა. არა­ვის სჯე­რა, რომ ამ­დენ ხანს რა­ღაც მსუ­ბუ­ქად მკურ­ნა­ლობს, მა­შინ, რო­დე­საც იცის, რა ვი­თა­რე­ბაა მის ქვე­ყა­ნა­ში, ჩა­საფ­რე­ბუ­ლი არი­ან, შინ და გა­რეთ... ყვე­ლა ცდი­ლობს, სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს, ჩა­ა­ჩო­ჩოს და თა­ვად გა­აქ­ტი­ურ­დეს, ინალ არ­ძინ­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას ატა­რებს, მისი პი­ა­რი ძა­ლის­ხმე­ვას არ ზო­გავს და­წი­ნა­ურ­დეს, თა­ვი­სი ძალა აჩ­ვე­ნოს, აფუთ­ფუთ­დნენ. ხან ვის ხვდე­ბა, ხან ვის.

გარ­და ამი­სა, ტუ­რიზ­მის ქვე­ყა­ნა­ში, არ­ცერ­თი კუ­რორ­ტი გა­მარ­თუ­ლად არ მუ­შა­ობს. ყვე­ლა მხა­რეს პრობ­ლე­მე­ბია და თურ­მე ბჟა­ნია კარ­გად არის, მაგ­რამ ჯერ ჩა­მოს­ვლას არ ჩქა­რობს... მე ბჟა­ნი­ას მე­ხოტ­ბე არ ვარ, მაგ­რამ კი­დევ უფრო არ მინ­და არ­ძინ­ბას მოს­ვლა, მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - ის ლავ­რო­ვის კა­ცია. მისი მოს­ვლის­თა­ნა­ვე, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­და­ცე­მის თემა დას­რულ­დე­ბა", - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი აიას წვი­ნა­რია.

ას­ლან ბჟა­ნია თით­ქმის ორი კვი­რაა მოს­კო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია. ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მის მო­წამ­ვლა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პრე­ზი­დენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ურო­ლი­ტი­ზის გამ­წვა­ვე­ბა, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რება“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეჭვი აქვთ, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ ერთხელ მო­წამ­ლეს.

განაგრძეთ კითხვა