რუსულმა არმიამ სუმის ოლქს დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

რუსულმა არმიამ სუმის ოლქს დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი

რუსულმა არმიამ სუმის ოლქს დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი. სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსულმა ჯარმა „შაჰედის“ ტიპის „კამიკაძე დრონების“ გამოყენებით, ოლქში მდებარე ქალაქ რომნის დაარტყა, რომელმაც 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსული ოკუპაცია უკვე განიცადა.

„დღეს „Shahed“-ის ტიპის დრონმა სასწავლო დაწესებულებას დაარტყა. დაღუპულია 2 პედაგოგი, შენობა მთლიანად არის განადგურებული. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.