რუსების წარუმატებელი მისიის შემდეგ, მთავარზე დაშვებას ინდური ხომალდი შეეცდება - იქცევა ინდოეთი მთვარის ამთვისებელ მე-4 სახელმწიფოდ?
ინდოეთის კოსმოსური ხომალდი, Chandrayaan-3 მთვარის სამხრეთ პოლუსზე დღეს დაეშვება. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინდოეთი რიგით მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვების ტექნოლოგიას დაეუფლა. მისი წინამორბედები არიან აშშ, ჩინეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი. ექსპერტების თქმით, მისიის წარმატებას დაშვების ბოლო 15-20 წუთი განსაზღვრავს. თუ მისია წარმატებით განხორციელდა, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც 23 აგვისტოს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დასვამს თავის კოსმოსურ აპარატს.
ეს ინდოეთისთვის რიგით მეორე მცდელობაა. ქვეყანამ მისიის განხორციელება პირველად 2019 წელს, Chandrayaan-2-ით სცადა, მაგრამ ის წარუმატებლად დასრულდა, რადგან ხომალდი მთვარის ზედაპირს შეეჯახა. მიზეზად პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემები და მუხრუჭების გაუმართაობა დასახელდა.
კოსმოსური ხომალდის მთვარის ზედაპირზე დაშვებას ინდოეთის კოსმოსური სააგენტო პირდაპირ ეთერში გადასცემს. ის ინდოეთის სტანდარტული დროით 5:20 საათზე დაიწყება. ხომალდი მთავარეზე საქართველოს დროით 17:30 საათზე უნდა დაეშვას. (წყარო)