სოფელ ახიელში XVI-XVII საუკუნეების ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა - კვირის პალიტრა

სოფელ ახიელში XVI-XVII საუკუნეების ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა ფონდმა, ევროპული ფონდების დაფინანსებით, არხოტის თემის სოფელ ახიელში XVI-XVII საუკუნეების ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ფონდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

XVI-XVII საუკუნის 19 მეტრიანი ცისკარაულების კოშკი ძალზე შთამბეჭდავი და დიდი ისტორიის მატარებელია. ადგილობრივები იხსენებენ 2001 წლის ნოემბერის ღამეს, როცა კოშკი (,,ხარათ თათიათ ციხე”) რუსებმა დაბომბეს. მომდევნო დღეს სოფელში ეუთოს მისია უნდა შესულიყო და წინ დღით არხოტის ხეობის თავზე 2 - 3 რუსული ვერტმფრენი დაფრინავდა, საიდანაც კოშკს რამდენიმე ჭურვი ესროლეს (სახლებისთვის არ უსვრიათ)..