მედვედევის მუქარა და პროვოკაცია - რა გეგმებს ამუშავებს კრემლი საქართველოსთან მიმართებაში?! - კვირის პალიტრა

მედვედევის მუქარა და პროვოკაცია - რა გეგმებს ამუშავებს კრემლი საქართველოსთან მიმართებაში?!

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

"აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა ჯერ კი­დევ პო­პუ­ლა­რუ­ლია და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ ამის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­ზე­ზე­ბი იარ­სე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა. მი­სი­ვე თქმით, და­სავ­ლეთ­მა უნდა გა­ი­თა­ვი­სოს, რომ 2008 წელს რუ­სეთ­მა შე­ა­ჩე­რა თბი­ლის­ზე თავ­დას­ხმა, როცა მო­ა­ხერ­ხა საფრ­თხე­ე­ბი­სა აღ­მო­ფხვრა.

"და­სავ­ლეთ­მა უნდა ის­წავ­ლოს კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლი. 2008 წელს შე­ვა­ჩე­რეთ თბი­ლის­ზე თავ­დას­ხმა, რო­დე­საც მო­ვა­ხერ­ხეთ წარ­მო­შო­ბი­ლი საფრ­თხე­ე­ბის აღ­მო­ფხვრა, მაგ­რამ ახლა ვი­თა­რე­ბა კვლავ აქ­ტი­უ­რად მწვავ­დე­ბა, რო­გორც ჩანს, იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნის ფლან­გთან ერ­თად ჩვენს სა­ზღვრებ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბის კი­დევ ერთი კერა შე­იქ­მნას. ისევ მი­დის სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში შე­საძ­ლო გა­წევ­რე­ბა­ზე. ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სო­ფო­ბი­ის აფეთ­ქე­ბე­ბი და­ი­წყო. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა 2008 წლის ის­ტო­რი­ის გა­მე­ო­რე­ბა. მზად ვართ დავ­სხდეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან, გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით, პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. მაგ­რამ თუ ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა რე­ა­ლურ ფორ­მას მი­ი­ღებს, არ და­ვა­ყოვ­ნებთ. აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა ჯერ კი­დევ პო­პუ­ლა­რუ­ლია და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ ამის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­ზე­ზე­ბი იარ­სე­ბებს", - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მუ­ქა­რა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

რას ემ­სა­ხუ­რე­ბა მედ­ვე­დე­ვის რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და რას უნდა ვე­ლო­დოთ ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნა­ში ომის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამ­ბე­ბი.გე-სთან GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე გან­მარ­ტავს:

"მედ­ვე­დე­ვი თა­მა­შობს ბან­ქოს იმ კარტს, რა­საც ჰქვია უკი­დუ­რე­სი რა­დი­კა­ლიზ­მი. ეს ვერ­ბა­ლუ­რი რა­დი­კა­ლიზ­მი რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ში ვი­ღა­ცას უნდა აეღო თა­ვის თავ­ზე (რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი და არა პრო­პა­გან­დის­ტებ­ზე) და ეს მედ­ვე­დევ­მა იკის­რა ჯერ კი­დევ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომამ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი სიმ­ბო­ლუ­რია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ­ში მედ­ვე­დე­ვი პროგ­რე­სულ და უფრო რბილ პო­ლი­ტი­კო­სად მი­აჩ­ნდათ. ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და მას შემ­დე­გაც, ის 30-ჯერ და­ი­მუქ­რა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე რომ, მედ­ვე­დე­ვის ეს უც­ნა­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი პირ­ვე­ლი არ არის. მე­ტიც, ერთი წლის წინ ის იმა­ზეც იმუქ­რე­ბო­და, რომ შემ­დე­გი იქ­ნე­ბო­და ყა­ზა­ხე­თი და ლა­პა­რა­კობ­და ყა­ზა­ხე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს (არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნე­ბის) და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერ­თგვარ უკა­ნო­ნო­ბა­ზეც, ამ­ტკი­ცებ­და რა, ეს ქვეყ­ნე­ბი რუ­სუ­ლი მო­ნაქ­რი­ი­სა და იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი უნდა იყოს, რო­გორც ოდეს­ღაც იყოო.

მედ­ვე­დე­ვი თა­ვის ერ­თგვარ მი­თო­სურ ის­ტო­რი­ას ქმნი­და, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას, ზო­გა­დად, რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ზე ზე­წო­ლის მე­ქა­ნიზ­მის ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა თა­ვად ჩვე­ნი ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბია, რო­მე­ლიც მას დიდი ხა­ნია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს - ჯერ იყო, 2008 წლამ­დე, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ოკუ­პა­ცია არ იყო მომ­ხდა­რი, მა­ში­ნაც ამას იყე­ნებ­და ზე­წო­ლი­სათ­ვის და ახლა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბულ ოკუ­პა­ცი­ას იყე­ნებს.

გარ­და ამი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სეთს აქვს შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, აფხა­ზეთ­თან მი­მარ­თე­ბით, თუნ­დაც იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს იქ შე­ის­ყი­დოს ქო­ნე­ბა რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის მეშ­ვე­ო­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი გაჩ­ნდეს, რო­მელ­საც არა 1 და 2, მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნით გა­ა­კონ­ტრო­ლებს, მო­ი­პო­ვებს რე­სურ­სებს და მას ისე გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის. ამ პრო­ცეს­ში ის ეწე­ვა რუ­სი­ფი­კა­ცი­ას და ვხე­დავთ, რომ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა არც ერთი სხვა ენა არ იცის, გარ­და რუ­სუ­ლი­სა. ის ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლას, ამას­თა­ნა­ვე, მე­ო­რე ხე­ლით ცდი­ლობს ამ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სი­ფი­კა­ცი­ას.

მე­ო­რე მხრივ, რუ­სე­თის მხრი­დან რა­ი­მე სწრა­ფი ანექ­სია რთუ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ ერთი წლის წინ, რო­დე­საც ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, რომ ცხინ­ვა­ლის ოლ­ქში რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბა­ზე რე­ფე­რენ­დუ­მი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რუ­სე­თის მო­თხოვ­ნით უარი ით­ქვა და ეს სა­კი­თხი თა­რო­ზე შე­მო­დეს. ეს ზე­წო­ლის მე­ქა­ნიზ­მია - რო­გორც კი ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლას, და­ი­წყე­ბენ ამა­ზე ლა­პა­რაკს. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ ეს პრო­ცე­სი არ არის მხო­ლოდ ზე­წო­ლის­თვის, ანუ რე­ა­ლუ­რად, ანექ­სი­ის პრო­ცე­სი ნე­ლია. ჩვენ თუ ლა­პა­რა­კი გვაქვს ყი­რიმ­ზე, სა­დაც რუ­სე­ბი და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და თვი­თი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც რუ­სუ­ლი ჰქონ­დათ, ცხინ­ვა­ლის ოლ­ქსა და აფხა­ზეთ­ში მსგავ­სი რუ­სუ­ლი იდენ­ტო­ბა ჯერ კი­დევ არ არ არ­სე­ბობს. ანუ თუ კი ისი­ნი ანექ­სი­ას შე­ეც­დე­ბი­ან, ეს ანექ­სია იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ხის­ტი, აგ­რე­სი­უ­ლი, ისე­თი არა, რომ მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ტაშს და­უკ­რავს (სა­უ­ბა­რი მაქვს უფრო აფხა­ზეთ­ზე)“.

ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფოს შე­უ­ერ­თდეს, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, ვი­ა­ჩეს­ლავ გო­ბო­ზოვ­მა "რია ნო­ვოს­ტის" გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სამ­ხრეთ ოსე­თი აღი­ა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე დი­ა­ლოგს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­თან აწარ­მო­ებს. გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძის თქმით, ამ ეტაპ­ზე რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­ხელ­მწი­ფო მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბობს და ამით სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. რუ­სე­თის ეს პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ მას სურს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ანექ­სია, მაგ­რამ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე არის შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მა.

"და­ვი­წყოთ იმით, რომ ეს ორი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი, ბე­ლა­რუსს აღი­ა­რე­ბუ­ლი არ აქვს. მე­ო­რეც, რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის ხსე­ნე­ბუ­ლი ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ფურ­ცელ­ზე არ­სე­ბობს. თუ კი ამ სა­ხელ­მწი­ფოს სხვა ფორ­მით გარ­დაქ­მნას ვი­ხი­ლავთ, მა­შინ რუ­სეთ­მა ჯერ ბე­ლა­რუ­სის სრუ­ლი შე­სის­ხლხორ­ცე­ბა და ანექ­სია უნდა მო­ახ­დი­ნოს. ამ ეტაპ­ზე ის მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზეა და ამით სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. თუმ­ცა, რუ­სეთს ბე­ლა­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი აქვს - სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ამ ათწლე­უ­ლის ბო­ლოს უნდა მო­ახ­დი­ნონ მისი ანექ­სია, შე­საძ­ლოა, სუ­ლაც დაჩ­ქარ­დეს ეს პრო­ცე­სი. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზეთს, აქ აზრი ორად არის გა­ყო­ფი­ლი - აფხა­ზუ­რი დი­ას­პო­რა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­შია მი­მობ­ნე­უ­ლი, დი­დად არ ემ­ხრო­ბა რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის ანექ­სი­ას, მე­ო­რეს მხრივ, აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ძა­ლე­ბი უფრო შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ხე­და­ვენ იმ გან­ზრახ­ვას, რომ თუ კი ისი­ნი რუ­სეთს რა­ი­მე­ზე უარს ეტყვი­ან, რუ­სე­თი მათ მრა­ვალ­ნა­ი­რი ფორ­მით დას­ჯის. ერთ-ერ­თია სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ­ცშე­მა­ში­ნე­ბე­ლი მონ­სტრი, სწო­რედ ასე­თად წარ­მო­ა­ჩენს რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს... ცდი­ლობს, აფხა­ზებს და­ა­ნა­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე­ე­ბი - თუ კი თქვენ ისე არ მო­იქ­ცევთ, რო­გორც მე მინ­და, აგერ, სა­ქარ­თვე­ლო მო­ვაო, - იმუქ­რე­ბა. რუ­სე­თის ეს პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ მას სურს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ანექ­სია, მაგ­რამ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე არის შორ­სმი­მა­ვა­ლი გეგ­მა. მოკ­ლე ვა­და­ში აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თი ამ ყვე­ლა­ფერს ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მად იყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და მე­ო­რე ხე­ლით, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ას ნელ-ნელა ცდი­ლობს“.

რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სი ამ­ბობს, რუ­სეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა უშე­დე­გოა და როცა ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ზრახ­ვე­ბი ამოძ­რა­ვებს, მას წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა:

"არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი პრე­ცე­დენ­ტი, როცა რუ­სეთს რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფომ და­უთ­მო და რუ­სეთ­მა მათ სა­ნაც­ვლოდ რა­ღაც მის­ცა. ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­საც ჰქონ­და პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დერ­ში­ფი ღიად ამ­ბობ­და, რომ მზე ჩრდი­ლო­ე­თი­დან ამო­დი­ო­და, მოლ­დო­ვა­საც ჰქონ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი, პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის მთე­ლი წყე­ბა ჰყავ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. უკ­რა­ი­ნა­საც ჰყავ­და ისე­თი პრო­რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც რუ­სულ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს უკ­რა­ი­ნა­ში არ­ბე­ნი­ნებ­და, მას 2014 წლამ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტიც კი ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნაც და­ი­სა­ჯა... ანუ რე­ა­ლუ­რად, ეს რა­ღა­ცა ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის და რუ­სეთ­თან მიტ­მას­ნის პო­ლი­ტი­კა არ მუ­შა­ობს. კარ­გად ვხე­დავთ, რომ ბე­ლა­რუ­სი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­თან არის მიტ­მას­ნი­ლი, რე­ა­ლუ­რად ფსევ­დო­სა­ხელ­მწი­ფოდ იქცა და რუ­სე­თი ღიად აცხა­დებს, რომ მას ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა სურს. ყა­ზა­ხეთ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა ჰყავ­და და რუ­სულ პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, თვი­თონ მო­ამ­ზა­და ნი­ა­და­გი, რომ დღეს რუ­სე­ბი იქით იმუქ­რე­ბი­ან, ყა­ზა­ხე­თიც ჩვე­ნი უნდა გახ­დე­სო. ამი­ტომ ჩვენ თუ ავი­ღებთ პრო­რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბის იდე­ალს, ამ იდე­ა­ლის მთავ­რო­ბებ­მა ყველ­გან სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­და. ეს პრაქ­ტი­კა რომ მუ­შა­ობ­დეს, მა­შინ რუ­სე­თი არა იმ­პე­რი­უ­ლი, სხვა­ნა­ი­რი ტი­პის სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბო­და. რუ­სე­თის­თვის ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი არ არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და რა­ღა­ცა მსგავ­სი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი. რუ­სე­თის­თვის მე­ზობ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ მხო­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ას, რომ­ლის და­პყრო­ბაც სურს - სულ ეს არის, და­ნარ­ჩე­ნი სიღ­რმი­სე­უ­ლი წვდო­მა არც არის სა­ჭი­რო.

განაგრძე კითხვა