ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი წარმატებით დასვა
ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი წარმატებით დასვა,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
Chandrayaan-3 - წინა თვეს გაშვებული ინდური კოსმოსური ხომალდი - 23 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 18:04 საათზე მთვარეზე რბილად დაჯდა, მას შემდეგ, რაც კვირას რუსული ხომალდი „ლუნა-25“ მთვარეს შეეჯახა.
ინდური მთვარის თვითმავალი აპარატი Pragyan განკუთვნილია მთვარის ზედაპირის ქიმიური შემადგენლობის ანალიზისთვის და წყლის ძიებისთვის ერთი მთვარისმიერი დღის განმავლობაში, რაც დედამიწაზე 14 დღეს უდრის.
ინდოეთი, ჩინეთის მერე, მეორე ქვეყანა გახდა, რომელსაც მთვარეზე მომუშავე მთვარის თვითმავალი აპარატი აქვს.
"ინტერპრესნიუსი"