"ვაგნერი" - "თუ პრიგოჟინი მოკვდა, მოსკოვისკენ მარშს მოვაწყობთ" - კვირის პალიტრა

"ვაგნერი" - "თუ პრიგოჟინი მოკვდა, მოსკოვისკენ მარშს მოვაწყობთ"

გამოცემა "ობოზრევატელის" ცნობით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა 10 ადამიანი დაიღუპა. მგზავრთა სიაში კი რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელი ფიგურირებს.

"ობოზრევატელის" ცნობით ამ საკითხს ტელეგრამ-არხზე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" წევრები გამოეხმაურნენ. როგორც ტელეგრამ-არხის მომხმარებლები წერენ, თვითმფრინავის ჩამოგდება ტერორისტული აქტია და ეს ვლადიმერ პუტინს უკავშირდება:

screenshot-2023-08-23-222251-1692815309.png

"გავრცელდა ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ვეჭვობთ მკვლელობის მცდელობა კრემლის ჩინოვნიკებსა და პუტინს უკავშირდება.

თუ პრიგოჟინის გარდაცვალება დადასტურდა - ჩვენ მოსკოვისკენ მეორე "მარშის" ორგანიზებას გავაკეთებთ.

უმჯობესია, ის ცოცხალი იყოს, ეს ისევ თქვენს ინტერესებშია" - ვკითხულობთ პოსტში, რომელიც "ობოზრევატელმა" გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმირ როგოვი ადასტურებს ევგენი პროგოჟინისა და დიმიტრი უტკინის გარდაცვალებას:

"ცათა სასუფეველი ახლად გარდაცვლილ ღვთის მსახურებს ევგენისა და დიმიტრის", - წერს როგოვი ტელეგრამის არხზე.

screenshot-2023-08-23-225929-1692817194.png

(წყარო)

წაიკითხეთ ასევე: პუტინის შურისძიება?! - პრიგოჟინი მოკლეს თუ ავიაკატასტროფაში მისი ორეული დაიღუპა?