"როდესაც თქვენ პრიგოჟინზე მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს" - ბაიდენის კომენტარი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე
არ მიკვირს, - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად შესაძლო გარდაცვალების შესახებ.
ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.
„შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “არასაკმარისად იცის”, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების შემდგომ შეკითხვებს უპასუხოს.
"ინტერპრესნიუსი"