10 გარდაცვლილს შორის ევგენი პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი დიმიტრი უტკინიცაა - რა ინფორმაციას ავრცელებს "ცარგრადი"? - კვირის პალიტრა

10 გარდაცვლილს შორის ევგენი პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი დიმიტრი უტკინიცაა - რა ინფორმაციას ავრცელებს "ცარგრადი"?

ტელეარხ "ცარგრადის" ცნობით, “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინისა და მისი მარჯვენა ხელის დიმიტრი უტკინის ცხედრები ამოიცნეს.

ტელეარხი ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, დამატებით დასკვნას ექსპერტიზის შედეგად გაიგებენ.

შეგახსენებთ, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი გარდაიცვალა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ თვითმფრინავით ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი მიფრინავდნენ. (წყარო)

იხილეთ ასევე: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" - ვინ არის პრიგოჟინთან ერთად დაღუპული დიმიტრი უტკინი, რომლის მეტსახელიც დაჯგუფება "ვაგნერს" დაერქვა