პროგოჟინის თვითმფრინავი რაკეტებით ჩამოაგდეს?!
რუსეთში, ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო 10 ადამიანი გარდაიცვალა. უახლესი ინფორმაციით, რომელსაც “როსავიაცია” ავრცელებს, თვითმფრინავის ბორტზე “ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ.
BBC-ს რუსულენოვანი გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია, რომელსაც განიხილავენ არის, ის რომ Embraer Legacy 600 ნომრით RA-02795 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ახლა საქმის გამოძიებაში მონაწილეობს აღნიშნავს, რომ "განიხილება ყველა ვერსია, მათ შორის ტექნიკური გაუმართაობა და გარეგანი ზემოქმედებაც".
მედიის ცნობით, სამართალდამცავები სავარაუდოდ ამჟამად უკვე ეცნობიან ოფიციალურ დოკუმენტებს, მათ შორის დოკუმენტებს მფრინავების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მედიის ცნობით, საკმაოდ რთულია ექსპერტიზის გარეშე იმის მტკიცება, რომ თვითმფრინავი საზენიტო დანადგარით ჩამოაგდეს, თვითმფრინავის ვარდნის ეპიზოდის კომენტირებაც რთულია, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები კი, რომელიც სმარტფონებითაა გადაღებული, არ იძლევა საშუალებას მომხდარი პროფესიონალურად შეფასდეს.
ვიდეოში ჩანს, რომ ჩამოვარდნისას თვითმფრინავზე ძლიერი ხანძარი არ იყო, შესაძლოა ხანძარი მართლაც იყო, თუმცა ეს ვიდეოებში არ ჩანს.
უცხოურ მედიაში წერენ იმასაც, რომ lightradar24-ის ცნობით, ჩამოვარდნის მომენტში თვითმფრინავი 8534 მეტრ სიმაღლეზე იყო, რაც გაცილებით დიდი მანძილია და საფრენი აპარატის ჩამოგდებისას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიზნამდე მიღწევა გაუჭირდებოდა, ხოლო სხვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, როგორიცაა "Панцирь С1" თითმფრინავის ჩამოგდების ადგილიდან 20 კმ-ის დაშორებით ერთ-ერთ ბაზაზეა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპლექსი ბოლოს მხოლოდ 2018 წელს იხილა საზოგადოებამ. (წყარო)