"თურქეთის ერთ-ერთი მინისტრისთვის მისართმევად ელმავალი გამაკეთებინეს..." - 50 წლის ასაკში აღმოჩენილი ჰობი და საკერავი მანქანისგან შექმნილი უნიკალური ნივთები, რომლებიც აღფრთოვანებას იწვევს
ვაჟა ხაჩიური არის ადამიანი, რომელიც ძველი საკერავი მანქანებისგან სხვადასხვა უნიკალურ ნივთს ამზადებს. უკვე 9 წელია, ამ საქმით აქტიურად დაკავდა. შარშან, შემოდგომით, "ხელოვნების სასახლეში“ პირველი პერსონალური გამოფენაც გამართა.
როგორც ამბობს, ტექნიკასთან საქმე ყოველთვის ჰქონდა, რადგან პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსია და 30 წელია, ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი.
"ახალგაზრდობიდანვე მიდრეკილება მქონდა, რაღაც უცნაური, უცხო, კრეატიული ნივთების მეკეთებინა. ხელით შექმნილ საინტერესო ნივთს რომ დავინახავდი, ვფიქრობდი - რატომ არ შეიძლება, რომ მეც გავაკეთო? თუ ადამიანმა გააკეთა, ე.ი. მეც შემიძლია მისი შექმნა, ხომ? მაგრამ ამ სურვილს და გატაცებას სერიოზულად არ ვუდგებოდი, თან ამისთვის დროც არ მქონდა. როცა უკვე შედარებით მეტი დრო გამომიჩნდა, უცბად იდეა მოვიდა და ჩავეჭიდე,“ - გვეუბნება ვაჟა ხაზიური, რომელიც ძველი საკერავი მანქანის ნაწილების გამოყენებით შექმნილ ნამუშევრებამდე ფერადი ლითონებით და კიდევ სხვა მასალით სხვადასხვა ნაკეთობებს ქმნიდა...
- ამ ხნის მანძილზე უკვე 2 შეკვეთა მივიღე. 3-4 წლის წინ თურქეთის ერთ-ერთი მინისტრისთვის მისართმევად გამაკეთებინეს. ერთი შეკვეთა კი აზერბაიჯანში წავიდა. ორივე ორთქლმავალი იყო.
ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ჩემი ნამუშევრების ნახვით აღფრთოვანდნენ. მოკლედ, ორთქლმავალი გვინდაო. არადა, ორთქლმავალი ახლოს არც მქონდა ნანახი. მუშთაიდში კი იყო, მაგრამ მისით არასდროს დავინტერესებულვარ. მერე კომპიუტერთან დავჯექი, მონახაზები, სქემა შევქმენი. მის ახლოს გაცნობას ერთი თვე მოვანდომე, ნელ-ნელა ვემზადებოდი. შემკვეთებს ნივთები მოეწონათ. (გააგრძელეთ კითხვა)