"რას ერჩით თბილისს? რა დაგიშავათ ამ ქალაქმა?" - ვის მიმართავს მამუკა ხაზარაძე?
პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"რას ერჩით თბილისს? "ოცნება", რა დაგიშავათ ამ ქალაქმა? დღეს "ლაგუნა ვერეს" და ფიზკულტურის ინსტიტუტის საკითხი გავა "ოცნების საკრებულოზე" და ოფიციალურად მწვანე შუქს აუნთებენ გმირთა მოედნის ცათამბჯენებით განაშენიანებას, ძველი თბილისის ქსოვილის მორღვევას და თბილისის ურბანულ გენოციდს! ამ ქალაქს თავისი ხასიათი, ისტორია და ზომა-წონა აქვს, მის დარღვევას არ გაპატიებთ თბილისი!", - წერს ხაზარაძე.