"თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე პრიგოჟინის ტელეფონი იპოვეს" - კვირის პალიტრა

"თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე პრიგოჟინის ტელეფონი იპოვეს"

უცხოური მედიის ცნობით, ტვერის ოლქში, იმ ადგილზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, ტელეფონი იპოვეს, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Al Jazeera აქვეყნებს.

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ ტელეფონი ერთ-ერთი გარდაცვლილის გვერდით იპოვეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ცხედრები ტვერის ოლქის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

ბიზნეს ჯეტის ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია 23 აგვისტოს საღამოს გავრცელდა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ ორის "ვაგნერის" ლიდერები ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი. (წყარო)

წაიკითხეთ ასევე: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში" - ვინ არის პრიგოჟინთან ერთად დაღუპული დიმიტრი უტკინი, რომლის მეტსახელიც დაჯგუფება "ვაგნერს" დაერქვა