სასიკვდილო ბორტი RA-02795 - რა ვერსიები ვრცელდება ავიაკატასტროფაზე, რომლის დროსაც პრიგოჟინთან ერთად, "ვაგნერის" ლამის მთელი სამეთაურო ჯგუფი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სასიკვდილო ბორტი RA-02795 - რა ვერსიები ვრცელდება ავიაკატასტროფაზე, რომლის დროსაც პრიგოჟინთან ერთად, "ვაგნერის" ლამის მთელი სამეთაურო ჯგუფი დაიღუპა

12:33 / 24-08-2023 23 აგ­ვის­ტოს ტვე­რის ოლქში ბიზ­ნეს-ჯეტი Embraer Legacy 600,სა­ბორ­ტო RA-02795 და სე­რი­უ­ლი 14501008 ნომ­რე­ბით, რო­მე­ლიც კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის“ მე­თა­ურს ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს ეკუთ­ვნო­და, ჩა­მო­ვარ­და. ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და 7 მგზავ­რი.

ამ წუ­თებ­ში გარ­დაც­ვლილ­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცნო­ბი­ლია, ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და თვითმფრი­ნავ­ში. მგზავ­რე­ბის სი­ა­ში, რო­მე­ლიც "რო­სა­ვი­ა­ცი­ამ" გა­ავ­რცე­ლა თა­ვად ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი და "ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დმიტ­რი უტ­კი­ნიც ფი­გუ­რი­რე­ბენ:

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი;

დმიტ­რი უტ­კი­ნი;

სერ­გეი პრო­პუს­ტი­ნი;

ევ­გე­ნი მა­კა­რი­ა­ნი;

ალექ­სან­დრ ტოტ­მი­ნი;

ვა­ლე­რი ჩე­კა­ლო­ვი;

ნი­კო­ლაი მა­ტუ­სე­ე­ვი;

ეკი­პა­ჟი: ალექ­სეი ლევ­ში­ნი, რუს­ტამ კა­რი­მო­ვი, კრის­ტი­ნა რას­პო­პო­ვა.

სხვა­თა შო­რის, ჩე­კა­ლო­ვი, რომ­ლის საბ­რძო­ლო სა­ხე­ლი "რო­ვე­რია“, პრი­გო­ჟინ­თან და უტ­კინ­თან ერ­თად, "ვაგ­ნე­რის“ ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა იყო. ის სამ­ხედ­რო ლო­ჯის­ტი­კის გე­ნი­ო­სი იყო და სწო­რედ მისი მიდ­გო­მე­ბით და­ი­ნერ­გა "ვაგ­ნე­რის“ რო­ტა­ცი­ი­სა და მო­მა­რა­გე­ბე­ბის სქე­მე­ბი. მისი წყა­ლო­ბით, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ას შე­ეძ­ლო რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჯა­რის­კა­ცი აფ­რი­კის ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ეს­რო­ლა.

რო­დე­საც რუ­სე­თის არ­მი­ას უკ­რა­ი­ნა­ში ლო­ჯის­ტი­კის უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, "ვაგ­ნერ­ში“ ჩე­კა­ლო­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბით, სი­ტუ­ა­ცია ბევ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო, რაც მათ შე­დე­გი­ა­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხა.

მოკ­ლედ, "ვაგ­ნე­რის“ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და საკ­ვან­ძო პი­რე­ბი ბიზ­ნეს-ჯეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ჩა­მო­ვარ­დნის მო­მენ­ტი­დან, რად­გა­ნაც ირ­გვლივ ბევ­რი თვითმხილ­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და და ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბაც მო­ხერ­ხდა, არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად, თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რომ ორი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ი­გეს. შემ­დეგ და­ი­ნა­ხეს, რომ ხო­მალდს ფრთა და სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რი მო­წყდა, რო­მე­ლიც სო­ფელ კუ­ჟენ­კი­ნოს მი­ტო­ვე­ბულ ფერ­მა­ში ჩამ­ვარ­და.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ოლ­ქში არ­სე­ბულ­მა ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა C-300-მა ორი რა­კე­ტით ჩა­მო­აგ­დო სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვი, რად­გან პრი­გო­ჟი­ნის თვითმფრი­ნა­ვი უკ­რა­ი­ნულ დრო­ნად მი­იჩ­ნი­ეს და გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე გა­ა­ნად­გუ­რეს. თუმ­ცა ეს ვერ­სია მალე მი­ი­ვი­წყეს.

სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ვერ­სი­აა, რომ ბორტზე ტე­რაქ­ტი მოხ­და, თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ საქ­მე უსაფრ­თხო მარ­თვი­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პუნ­ქტით აღ­ძრა.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი არა Embraer Legacy-ში, არა­მედ თა­ვის მე­ო­რე თვითმფრი­ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც პე­ტერ­ბურ­გი­დან მოს­კოვ­ში მოფ­რი­ნავ­და. 20:02-ზე ის მოს­კო­ვის აე­რო­პორ­ტში დაფ­რინ­და, თუმ­ცა იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა იქ პრი­გო­ჟი­ნი, უც­ნო­ბია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის პორ­ტალ­მა Flightradar-მა სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მას­ზე დაყ­რდნო­ბით აშ­კა­რაა, რომ ბორტზე პრობ­ლე­მე­ბი შე­ქიმ­ნა. მა­გა­ლი­თად, თვითმფრი­ნავ­მა 30 წამ­ში 2.4 კმ-ით დაბ­ლა და­ი­წია, ცოტა ხანი ეს სი­მაღ­ლე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, შემ­დეგ კი და­ი­წყო ვარ­დნა და სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ვარ­და.

განაგრძე კითხვა