"თვითმფრინავი იწვოდა, იქვე ხალხი იყო, თითქოს ვიღაც გამოიყვანეს" - რას იხსენებენ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის თვითმხილველები?
23 აგვისტოს ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი Embraer Legacy 600, საბორტო RA-02795 და სერიული 14501008 ნომრებით, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ მეთაურს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა, ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 7 მგზავრი. გავრცელებული ინფორმაციით ავიაკატასტროფისას დაიღუპა ევგენი პრიგოჟინი და "ვაგნერის" დამფუძნებელი დიმიტრი უტკინიც.
სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები ელვის სისწრაფით გავრცელდა. დაიწყეს საუბარი სხვადასხვა ვერსიაზე, რა შეიძლება გამხდარიყო ავიაკატასტროფის მიზეზი, თუმცა უფიციალური დასკვნა ჯერ არ გაკეთებულა.
ბი-ბი-სი-ს რუსულ გამოცემასთან ადგილობრივებმა გაიხსენეს, როგორ ვარდებოდა ბიზნეს-ჯეტი:
"აფეთქების მსგავსი ხმა გავიგე, როგორ გითხრათ? ჩვეულებრივ, როცა აფეთქება მიწაზე ხდება, ის ექოს გამოსცემს, ახლა კი უბრალოდ ხმა გაისმა. თავი ავწიე და თეთრი კვამლი დავინახე, თვითმფრინავის ფრთა ერთ მხარეს მიფრინავდა, თვითმფრინავის მეორე ნაწილი კი ერთი ფრთით ნელ-ნელა ეშვებოდა. შემეშინდა, რომ სოფელში ჩამოვარდებოდა. იქ ვიყავი, ეს რომ მოხდა ველოსიპედით წავედი. თვითმფრინავი იწვოდა, იქვე ხალხი იყო, თითქოს ვიღაც გამოიყვანეს კიდეც. საბორტო ნომერი დავინახე" - აღნიშნავს ერთ-ერთი მოქალაქე.
"გეტყვით, რომ ეს არი იყო ელვა, ეს მეტალის დარტყმის ძლიერი ხმა იყო, ასეთი ბევრჯერ გამიგია... კოშკურის მოპირდაპირედ ჩამოვარდა და ფერმასთან დაეცა", - ამბობს მეორე თვითმხილველი BBC-სთან საუბრისას. წყარო