"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას” უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ნა­რინ­ჯის­ფერ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე.მინ­და გა­ვიხ­სე­ნო თუ რა როლი შე­ას­რუ­ლეს ქარ­თვე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნა­ში" - კვირის პალიტრა

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას” უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ნა­რინ­ჯის­ფერ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე.მინ­და გა­ვიხ­სე­ნო თუ რა როლი შე­ას­რუ­ლეს ქარ­თვე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნა­ში"

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და იმ ქარ­თვე­ლებ­ზე წერს, რომ­ლებ­საც უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლეს.

"დღეს უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეა! მინ­და გა­ვიხ­სე­ნო თუ რა როლი შე­ას­რუ­ლეს ქარ­თვე­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის შექ­მნა­ში. უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გრუ­შევ­სკიმ თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას” უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გავ­ლე­ნა ჰქონ­და ნა­რინ­ჯის­ფერ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე.მას შემ­დეგ, რაც მე 2014 წლის მა­ი­დან­ზე ჩა­ვე­დი (მა­იდ­ნის ამ მოვ­ლე­ნე­ბის დროს 2 ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა) ჩემ­თან ერ­თად კი­ევ­ში ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი დე­სან­ტი გა­დას­ხდა. უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნა ჰქონ­და კახა ბენ­დუ­ქი­ძის იდე­ებს. კი­ე­ვის ცენ­ტრში ერთ-ერთ მთა­ვარ ქუ­ჩას მისი სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი პო­ლი­ცი­ის შექ­მნა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა ეკა ზღუ­ლა­ძემ და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ, რო­მე­ლიც გახ­და უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი უფ­რო­სი.

გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, ად­გი­ლობ­რივ ქარ­თველ­თან - ლე­ვან ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან ერ­თად, კი­ე­ვის ცენ­ტრში ქარ­თუ­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის პირ­ვე­ლი ანა­ლო­გი აა­შე­ნა და შექ­მნა მო­დე­ლი, რო­მელ­საც ‘’Готово’’ ეწო­და.მთე­ლი უკ­რა­ი­ნის­თვის ჩვენ ყვე­ლა­ნი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის გამჭვირ­ვა­ლე სის­ტე­მის შექ­მნა­ზე, რო­მელ­საც ‘’პრო­ზო­რო’’ ეწო­და.

მა­რი­უ­პო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე. ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­რი­უ­პო­ლის ბა­თუ­მი­ზა­ცია ლე­ვა­ნის პრო­ექ­ტი იყო და რომ არა ეს მოვ­ლე­ნე­ბი, დღეს მა­რი­უ­პო­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და. გოგა ცხა­კა­ია უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტა­რე­ბის, ისე­თი რო­გო­რი­ცაა: სა­ბა­ჟო, სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი და სხვა, ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რაა.

კობა ნა­ყო­ფია ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებს. სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­თა და გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, კობა კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ორი ქვეყ­ნის ხალ­ხებს შო­რის არ­სე­ბულ მჭიდ­რო, მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას. გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ვი­დან ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა უკ­რა­ი­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა. დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბი­სას გა­მო­ი­ძია უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ა­ში და იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე, და­ა­პა­ტიმ­რა ქა­ლაქ კი­ე­ვი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის პრო­კუ­რო­რი.

გიზო უგ­ლა­ვამ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა უკ­რა­ი­ნის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის ‘’НАБУ’’ - გა­მო­ძი­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი. მას შემ­დეგ, რაც ამ სამ­სა­ხურს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნა­შემ­წე სი­მონ კრი­ვო­ნო­სი НАБУ-მ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სფე­რო­ში სას­წა­უ­ლე­ბის კე­თე­ბა და­ი­წყო. მა­გა­ლი­თად, და­ა­პა­ტიმ­რა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე, ქა­ლაქ ოდე­სის მერი და ბევ­რი სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი. ვა­მა­ყობ, რომ ჩემ­მა კი­დევ ერ­თმა თა­ნა­შემ­წემ გი­ორ­გი ქუ­ფა­რაშ­ვილ­მა გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა ‘’აზო­ვის’’ შექ­მნა­ში და დღე­საც მძი­მე ჭრი­ლო­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და მწყობ­რში.

2014 წლი­დან 70-ზე მეტ­მა ქარ­თველ­მა გა­წი­რა თავი უკ­რა­ი­ნის­თვის და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ქარ­თულ ლე­გი­ონს და მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილს მთე­ლი უკ­რა­ი­ნა იც­ნობს.რუ­სე­თის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და­ა­კის­რა. ასე რომ თავ­ზე ნაც­რის დაყ­რის დრო არ არის!

ქარ­თვე­ლებ­მა უნდა ვის­წავ­ლოთ სხვა ქარ­თვე­ლე­ბით სი­ა­მა­ყე! მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში და თქვენ?" - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.