"დღეს დედაჩემი, მანანა პატარაია 78 წლის გახდა!" - როგორ ულოცავს გია ბაღაშვილი დედას დაბადების დღეს?
მუსიკოსი გია ბაღაშვილის ოჯახს და მის შემოქმედებას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს.
მომღერალი სოციალურ ქსელში დედას, მანანა პატარაიას დაბადების დღეს ულოცავს.
როგორც ირკვევა, ქალბატონი მანანა 78 წლის გახდა.
"დღეს დედაჩემი, მანანა პატარაია 78 წლის გახდა! გილოცავ დედა!დიდ ხანს გვყავდე ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული შენს დიდ ოჯახთან ერთად! გვიყვარხარ და გვეამაყები!" - წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.