სესხით ნაყიდი სახლები და ფერმაზე მეოცნებე ბიჭი - რა ქონებას ფლობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი?
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შესამჩნევად გამდიდრდა. პრეზიდენტისთვის განკუთვნილ ხელფასს ის იღებს აშშ-ს მთავრობისგან, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, გააგრძელოს მილიონობით დოლარის შოვნა.
პრეზიდენტ ბაიდენის ქონება 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული - როდესაც მან თეთრი სახლის ოვალური ოფისი პირველად დაიკავა, მხოლოდ 8 მილიონი დოლარს ფლობდა. ბაიდენი ფულს ყოველ დღე ისევე, როგორც სხვა ამერიკელები, რომლებსაც 80 წელი შეუსრულდათ – უძრავი ქონებით გამოიმუშავებს.
პრეზიდენტი დელავერში ორ სახლს ფლობს, რომელთა საერთო ღირებულება 7 მილიონი დოლარია, თუმცა მისი ინაუგურაციის დროს1,8 მილიონი დოლარით ნაკლები ღირდა.

მისი ქონების ყველაზე ძვირად ღირებული ნაწილი არის Rehoboth Beach-ში მდებარე აგარაკი, რომლის ფართობი თითქმის 450 კვადრატული მეტრია.
აგარაკი, რომელიც ახლა დაახლოებით 4,5 მილიონი დოლარი ღირს, ბაიდენმა 2017 წელს შეიძინა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და იმავე წელს, მისი საავტორო წიგნის გამოშვებიდან, ასევე საჯარო გამოსვლებიდან 11,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აგარაკი თავდაპირველად აშენდა ნაკვეთზე, რომელიც სავარაუდოდ 75 000 დოლარი ღირდა. თუმცა, საბოლოოდ ეს გონივრული ინვესტიცია აღმოჩნდა. ახლა აგარაკი დაახლოებით 4,5 მილიონი დოლარი ღირს - 1,7 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე თავდაპირველად გაიყიდა.
პრეზიდენტს ასევე აქვს კიდევ უფრო დიდი, თუმცა ნაკლებად ძვირი სახლი ვილმინგტონის თვალწარმტაც უბანში, სახელად გრინვილი. თავდაპირველად ეს იყო ჩვეულებრივი მიწის ნაკვეთი, რომელიც ბაიდენმა 1996 წელს 350 000 დოლარად იყიდა. ორი წლის შემდეგ მასზე 640 კვადრატული მეტრი ფართობის კოლონიური სტილის სახლი აშენდა. ხოლო 2005 წელს - 176 კვ. პატარა კოტეჯი. მრავალი წლის განმავლობაში, ობიექტი ბაიდენის ყველაზე ძვირფას აქტივად რჩებოდა და უზარმაზარ შემოსავალს იღებდა.
დღეს ტერიტორია 2,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული. საერთო ჯამში, ბაიდენის სახლები შეადგენს მისი პირადი ქონების დაახლოებით ორ მესამედს.
პრეზიდენტის მამას, უფროს ჯო ბაიდენს, რამდენიმე პერსპექტიული კომპანია ჰქონდა. მაგრამ საბოლოოდ, მან საკუთარი თავი ავტომობილების სფეროში იპოვა. იხილეთ სრულად