"რამდენიმე დღის წინ იპოვეს გარდაცვლილი ქალი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა "ზაზა". გუშინ გარდაცვლილი მამაკაცი ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია "ალინა" - რას წერს ზაზა მესხის ნათესავი
შოვში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიიდან 22 დღე გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან ზაზა მესხი და მისი ორი შვილი. ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილებს შორის ნახეს ზაზას მეუღლე, უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა. რამდენიმე დღის წინ კი დასასტურდა მისი უფროსი შვილის გარდაცვალბაც.
ზაზას ყოფილი ეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ დღის ბოლოს შეატყობინეს, რომ ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი დიდი ალბათობით ზაზა მესხს ეკუთვნის.
ზაზას ოჯახის ნათესავი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზაზა მესხის ცხედარი დანამდვილებით არის იდენტიფიცირებული.
"რამდენიმე დღის წინ, ქალბატონის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა. გუშინ მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა.ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად, ეხლახანს ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.- განისვენოს შენმა სულმა, იქ სადაც მართალნი განისვენებენ." - წერს რაფაელ გოგიტიძე.