"ძვირ­ფა­სო, ეს სუ­ლაც არ არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი“ - რაზე ისაუბრეს ტელეფონით ილონ მასკმა და ვლადიმირ პუტინმა?! - კვირის პალიტრა

"ძვირ­ფა­სო, ეს სუ­ლაც არ არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი“ - რაზე ისაუბრეს ტელეფონით ილონ მასკმა და ვლადიმირ პუტინმა?!

SpaceX-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და "ტვი­ტე­რის" მფლო­ბე­ლი ილონ მას­კი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს პი­რა­დად ესა­უბ­რა და პუ­ტინ­თან სა­უ­ბარს "შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­ა­ლო­გი" უწო­და. ამის შე­სა­ხებ პენ­ტა­გო­ნის ყო­ფი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, თავ­დაც­ვის მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, კო­ლინ კალი გა­მო­ცე­მა New Yorker-თან სა­უბ­რობს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინ­სა და მასკს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი 2022 წელს შედ­გა, იმ პე­რი­ოდ­ში თვი­თონ ჯერ კი­დევ პენ­ტა­გო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი იყო და "ტვი­ტე­რის" მფლო­ბე­ლის­გან პუ­ტინ­თან სა­უბ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პი­რა­დად მო­ის­მი­ნა. გარ­და პუ­ტინ­თან დი­ა­ლო­გი­სა, მა­შინ კალი ილონს ესა­უბ­რა უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის Starlink-ის ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის შე­სა­ხებ.

"მე მქონ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­ა­ლო­გი პუ­ტინ­თან“, - ცი­ტი­რებს მას­კის სი­ტყვებს პენ­ტა­გო­ნის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ, მი­ლი­არ­დერს უთხრა. - "ძვირ­ფა­სო, ეს სუ­ლაც არ არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი“.მასკსა და პენ­ტა­გო­ნის მა­შინ­დელ ჩი­ნოვ­ნიკს შო­რის სა­უ­ბა­რი მა­შინ შედ­გა, როცა უკ­რა­ი­ნულ ძა­ლებს შე­ფერ­ხე­ბა ჰქონ­დათ მას­კის თა­ნამ­გზავ­რულ, Starlink-ის ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში SpaceX-მა წა­მო­ა­ყე­ნა მო­თხოვ­ნა, რომ აშშ-სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს გა­და­ე­ხა­დათ "სტარ­ლინ­კის" ხარ­ჯე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში კომ­პა­ნი­ის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის.

"ჩემი დას­კვნა იყო, რომ ის (ილონ მას­კი) ნერ­ვი­უ­ლობ­და, რად­გან სტარ­ლინ­კის ინ­სტერ­ნეტ­თან უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წვდო­მა რუ­სეთ­ში სულ უფრო მე­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ომის მხარ­და­ჭე­რა და მას­კი ეძებ­და გზებს რუ­სე­თის შეშ­ფო­თე­ბის ჩა­სა­ცხრო­ბად“, - გა­ნუ­ცხა­და კალ­მა გა­მო­ცე­მას.

განაგრძე კითხვა