"ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები.. მახსოვს მთა, რომელიც მოგვდევდა" - რას წერს სტიქიას გადარჩენილი - კვირის პალიტრა

"ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები.. მახსოვს მთა, რომელიც მოგვდევდა" - რას წერს სტიქიას გადარჩენილი

შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იხსენებს წუთებს, როგორ ცდილობდნენ ღვარ­ცო­ფი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ის და მისი ოჯა­ხი:

"რაც უფრო გა­დის დრო მით უფრო ვი­აზ­რებ შო­ვის სტი­ქი­ის სიმ­ძაფ­რეს. დღეს მთე­ლი დღე შოვ­ზე მე­ფიქ­რე­ბა და გა­დავ­წყვი­ტე რუ­კა­ზე მო­მე­ძებ­ნა ად­გი­ლე­ბი სად ვი­ყა­ვით და რამ­დე­ნი ვირ­ბი­ნეთ და რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. წით­ლად მო­ნიშ­ნუ­ლია ად­გი­ლი სა­დაც ოჯა­ხუ­რი პიკ­ნი­კი გვქონ­და სტი­ქი­ის და­წყე­ბის დროს და ყვით­ლად ჩვე­ნი სირ­ბი­ლის ტრა­ექ­ტო­რია. არ მჯე­რაა!!

ჩვე­ნი სირ­ბი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მიჰ­ქონ­და მა­მი­სო­ნის და სხვა კო­ტე­ჯე­ბი. ამ დაღ­მარ­თზე შოთა ბავ­შვით ხელ­ში მორ­ბო­და! მახ­სოვს გზა­ში და­ცე­მა და წა­მოდ­გო­მის მო­მენ­ტში ერთი წა­მით და­ნა­ხუ­ლი მთა, რო­მე­ლიც მოგ­ვსდევ­და...მერე გა­დახ­ტო­მა სა­ში­ნელ მწვა­ნე ღო­ბე­ზე და ბო­ლოს მი­ვაღ­წი­ეთ კალ­ცის ხიდ­ზე, სა­დაც უკვე მე­წყე­რი ჩვენც მოგ­ვწვდა... ჩემი ქმა­რი ჩემი გმი­რია, სას­წა­უ­ლი შეძ­ლო! ამ უბე­დუ­რი სტი­ქი­ი­დან კო­ტი­კო ისე გა­მო­იყ­ვა­ნა, რომ ნა­კაწ­რიც არ ჰქონ­და! არ მაძ­ლევ­და და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და ზურ­გზე მოს­მულ ბავ­შვთან ერ­თად ლაფ­ში მუხ­ლამ­დე ჩაფ­ლუ­ლი ამოვ­ყავ­დი...რო­გორ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ეს კოშ­მა­რი" - ვკითხულობთ ტექსტში.