"შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილი 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია" - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან - კვირის პალიტრა

"შოვის ტრაგედიისას გარდაცვლილი 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია" - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

აჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია, 3 გარდაცვლილთან დაკავშირებით კი პასუხს ელოდებიან.

როგორც მან აღნიშნა, პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა მიმდინარეობს.

„გუშინ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მხრიდან ამოყვანილი იქნა 2 გარდაცვლის ცხედარი, რომელიც გადაყვანილია ექსპერტიზაზე, იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროისთვის, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 არის იდენტიფიცირებული და ველოდებით 3 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს.სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში - კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ამასთან, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის მიზნით გლოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში კალაპოტის წმენდა, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

"ინტრეპრესნიუსი"