Heineken-ი რუსეთში ბიზნესს 1 ევროდ ყიდის - კვირის პალიტრა

Heineken-ი რუსეთში ბიზნესს 1 ევროდ ყიდის

ნი­დერ­ლან­დუ­რი ლუდ­სა­ხარ­შის, Heineken-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ი­ღო სა­ჭი­რო თან­ხმო­ბა იმის­თვის, რომ რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც შვიდ ლუდ­სა­ხარშს მო­ი­ცავს, შემ­ფუ­თავ და კოს­მე­ტი­კურ კომ­პა­ნია Arnest Group-ს სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ევ­როდ მიჰ­ყი­დოს.

გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში Heineken-ის 1800-ვე თა­ნამ­შრო­მელს Arnest Group-ის­გან მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი მის­ცეს.

„ეს გა­რი­გე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­არ­სე­ბო წყა­როს ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და ქვეყ­ნი­დან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს“, - გა­ნა­ცხა­და Heineken-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, დოლფ ვან დენ ბრინკმა.

Heineken-მა, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვა გლო­ბა­ლურ­მა კომ­პა­ნი­ამ, რუ­სე­თი­დან გას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ მი­ი­ღო.

კომ­პა­ნია, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ზა­რალს ელის. (წყარო)