შოვში, სტიქიის შედეგად კიდევ ერთი გარდაცვლილი გვანცა ბუბაშვილია - კვირის პალიტრა

შოვში, სტიქიის შედეგად კიდევ ერთი გარდაცვლილი გვანცა ბუბაშვილია

შოვში სტიქიის შედეგად კიდევ ერთი გარდაცვლილი გვანცა ბუბაშვილია. მის გარდაცვალებას ოჯახის ახლობელი ადასტურებს.

"23 კოშმარული დღე გავიდა გვანცა შენს ძებნაში და ლოდინში, იმედი, რომ გადაურჩი იმ ჯოჯოხეთს, რაც ჩემი თვალით ვნახე, ნელ-ნელა მიქრებოდა. მაგრამ ვერ გიმეტებდი ამ მწარე რეალობისთვის, რაც დღეს დაგვიდგა. სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც შენი დედა, შენი ბუბა, შენი ძიაკო, შენი ოჯახი და მეგობრები განიცდის. ჩემო სიცოცხლით სავსე გოგო, შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გწყუროდა, განისვენე იქ სადაც მართალნი განისვენებენ, მიყვარხარ" - წერს ეკა ჯიბლაძე სოციალურ ქსელში.