"ორი­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ვაფრ­თხი­ლე: "ბი­ჭე­ბო, ჭკუ­ით იყა­ვით“ - ლუკაშენკო პრიგოჟინთან დიალოგს იხსენებს - კვირის პალიტრა

"ორი­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ვაფრ­თხი­ლე: "ბი­ჭე­ბო, ჭკუ­ით იყა­ვით“ - ლუკაშენკო პრიგოჟინთან დიალოგს იხსენებს

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მის­გან "ვაგ­ნე­რის“ ლი­დერ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა.

"პირ­და­პირ რომ გი­პა­სუ­ხოთ ამ კი­თხვა­ზე: მე არც უნდა უზ­რუნ­ველ­ვყო პრი­გო­ჟი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა. ეს პირ­ველ რიგ­ში. მე­ო­რე რიგ­ში, ასეთ ფორ­მა­ში სა­უ­ბა­რი არც არას­დროს ყო­ფი­ლა. მე­სა­მე რიგ­ში, და­ი­მახ­სოვ­რეთ: უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ორ­ჯერ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით ამ თე­მას. პირ­ვე­ლად, რო­დე­საც მე ვუ­რე­კავ­დი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­დე­საც მოს­კოვ­ზე მარ­შით მი­დი­ოდ­ნენ.

მე ვე­უბ­ნე­ბი:

"ჟე­ნია, გეს­მის, ხალ­ხს და­ღუ­პავ და თა­ვა­დაც მოკ­ვდე­ბი?” ცხელ გულ­ზე ეს ადა­მი­ა­ნი (ფრონ­ტი­დან) ამ­ბობს: "ჯან­და­ბა, მოვ­კვდე!” მე ვე­უბ­ნე­ბი: "ჟე­ნია, ახლა თოკს და საპ­ნის ნა­ჭერს გა­მო­გიგ­ზავ­ნი“, მპა­სუ­ხობს: "არა, არა, არა. ასე არ მინ­და. გმი­რად მოვ­კვდე­ბი“. მე­ო­რე ჯერ­ზე, რო­დე­საც ჩემ­თან დიმა უტ­კინ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, ორი­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ვაფრ­თხი­ლე: "ბი­ჭე­ბო, ჭკუ­ით იყა­ვით“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.