"გუშინ გვეუბნებოდნენ, გმირები არიანო, დღეს კი..." - სამარაში, "ვაგნერელთა" სასაფლაოზე ჯვრები მოხსნეს და იქაურობა მიწასთან გაასწორეს: რას წერს მედია
სამარას რაიონის სოფელ ნიკოლაევკაში, 2022-2023 წლებში გახსნილი, რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული "ვაგნერელების“ სასაფლაოს "დემონტაჟი დაიწყო" - ამის შესახებ svoboda.org იუწყება. გამოცემის ცნობით, თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მებრძოლთა საფლავებზე ჯვრები მოხსნეს, ყვავილების თაიგულების გვერდით დაყარეს და იქაურობა მძიმე ტექნიკამ მიწასთან გაასწორა.
ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ იმ ადგილას, სადაც "ვაგნერელების" საფლავები იყო, ტერიტორია მოასწორეს და ბეტონი დაასხეს.
სამარაში, "ვაგნერის" მეომრების სასაფლაო რამდენიმე თვის წინ გააკეთეს. ის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა აპრილში გახსნა. მისივე ინიციატივით გაიხსნა ხსოვნის კედელი, რომელიც უკვე აღარ არსებობს. იმის შესახებ თუ რას ემსახურება ნიკოლაევკაში "ვაგნერელების" სასაფლაოს გაუქმება, ჯერჯერობით სამარის ოლქის ხელმღვანელობას კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსი ინტერნეტმომხარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის ხელმძღვანელობა მხოლოდ დაღუპული "ვაგნერელების" კვალის წაშლას კი არ ცდილობს, უკვე ცოცხლებზეც დაიწყეს ნადირობა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოთხოვნით, ფინეთში დააკავეს ჯგუფის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მთავარი მებრძოლი, იან პეტროვსკი, რომელმაც როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობას გაასწრო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გაუმართლა. (გააგრძელეთ კითხვა)