ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი - კვირის პალიტრა

ესტონეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა - მედიის ცნობით, მისი ქმარი რუსეთთან ტვირთის გადაზიდვის საქმიანობითაა დაკავებული: როგორია პრემიერის პასუხი

ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კაია კა­ლა­სი, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დებ­და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს, რომ რუ­სე­თი ეკო­ნო­მი­კურ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ექ­ცი­ათ, სკან­დალ­ში აღ­მოჩ­ნდა.

23 აგ­ვის­ტოს ეს­ტო­ნურ­მა გა­მო­ცე­მა ERR-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კომ­პა­ნია Stark Logistics, რომ­ლის 24%-ს ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ე­რის ქმა­რი კრის­ტი­ან კრა­ა­გი ფლობს, რუ­სეთ­სა და ეს­ტო­ნეთს შო­რის ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კრის­ტი­ან­მა სა­ჯა­როდ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ცხა­და, რომ ეს საქ­მე შე­წყვი­ტა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, კომ­პა­ნი­ა­ში კვლავ არის რუ­სეთ­თან ლო­ჯის­ტი­კის მე­ნე­ჯე­რი, ხოლო Stark Logistics რუ­სეთ­ში ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვას ისევ აგ­რძე­ლებს.

კრა­აგ­მა ERR-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი კომ­პა­ნია რუ­სეთ­ში ახალ ტვირ­თებს კი არ გზავ­ნის, არა­მედ, ძველ კონ­ტრაქ­ტებს ას­რუ­ლებს. მისი თქმით, მი­წო­დე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან. კი­თხვა­ზე აპი­რებს თუ არა Stark Logistics რუ­სეთ­თან სა­ქა­მი­ა­ნო­ბის დას­რუ­ლე­ბას, კრა­აგ­მა ასე უპა­სუ­ხა:

"ჩვენ მხო­ლოდ ერთი ეს­ტო­ნე­ლი კლი­ენ­ტი გვყავს, რო­მელ­საც ვეხ­მა­რე­ბით ამ­ჟა­მინ­დე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დაც­ვით, კა­ნო­ნი­ე­რი კონ­ტრაქ­ტე­ბი შე­ას­რუ­ლოს რუ­სეთ­თან, ეს კომ­პა­ნია AS Metaprint-ია. რუ­სეთ­ში ტვირ­თის მი­წო­დე­ბის ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბის ძი­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს“. (გააგრძელეთ კითხვა)