ორსულობა და შთამბეჭდავი ფორმა მშობიარობის შემდეგ - ხატია ბუნიათიშვილის ზაფხული და ფოტოები, რომლებიც პიანისტის ფანებს აღაფრთოვანებს
ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის ქმარი? - ამ კითხვას ბოლო თვეებია, პიანისტის გარშემო მედია ყველაზე ხშირად სვამს, თუმცა მუსიკოსი ჯერჯერობით არ ამხელს მის ვინაობას.
მისი მუსიკალური ბიოგრაფია მდიდარია. სამი წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა და საბოლოოდ, ნიჭმა და თავდადებამ იქამდე მიიყვანა, რომ პირველი საჯარო გამოსვლა თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, ექვსი წლის ასაკში ჩაატარა.
ხატია 10 წლის იყო, როდესაც უკვე საერთაშორისო კონცერტებზე გამოდიოდა და განსაკუთრებულ მუსიკალურ შესაძლებლობებს აჩვენებდა.
მუსიკისა და ფორტეპიანოსადმი გატაცებამ აიძულა, ესწავლა თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით თბილისში, შემდეგ კი ოლეგ მაიზენბერგთან ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში, ავსტრიაში. მისმა შრომამ და შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო და სწრაფად მოიპოვა აღიარება, როგორც ამომავალმა ვარსკვლავმა კლასიკური მუსიკის სამყაროში.
ხატიას ჰყავს უფროსი და, გვანცა ბუნიათიშვილი, რომელიც ასევე ნიჭიერი პიანისტია. დებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთად დაუკრან და მაყურებელს აჩვენონ თავიანთი განსაკუთრებული მუსიკალური შესაძლებლობები.
ხატია ბუნიათიშვილის პირადი ცხოვრება
პიანისტის პირადი ცხოვრება წლებია, პოპულარული თემაა, მაგრამ მედია ბოლო თვეებია ამ თემაზე ყველაზე ხშირად წერს, რადგან რამდენიმე თვის წინ, თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ ბავშვს ელოდებოდა. ორსულობის ბოლო თვეებში კი საკონცერტო გეგმები სრულად შეცვალა.
ორი თვის წინ პირველი შვილი, გოგონა შეეძინა. მოგვიანებით წერდა, რომ შვილის გამო გერმანიაში სამ კონცერტს აუქმებდა, რადგან პატარა ბუნებრივ კვებაზე იყო.
ჭორების მიუხედავად, მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
ერთადერთი მამაკაცი, რომელიც საჯაროდ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად ოფიციალურად გამოჩენილა, ორლანდო ბლუმია, რომელთან ერთადაც მოსეირნე პარიზის ქუჩებში ნახეს. თუმცა არასოდეს დაუდასტურებიათ, რომ წყვილს შორის რამე ხდებოდა. (გააგრძელეთ კითხვა)