პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით მე-8 ადამიანი დაიღუპა - რა არის ცნობილი ინფექციაზე, რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა - კვირის პალიტრა

პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით მე-8 ადამიანი დაიღუპა - რა არის ცნობილი ინფექციაზე, რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა

პო­ლო­ნეთ­ში ლე­გი­ო­ნე­ლე­ზის, იგი­ვე "ლე­გი­ო­ნე­რის ვირუ­სით" მე-8 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ქა­ლაქ ჟე­შო­ვოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, ინ­ფი­ცი­რე­ბის 100 შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სირ­და.

პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის კე­რის დად­გე­ნას ცდი­ლო­ბენ.

ის­ტო­რია

და­ა­ვა­დე­ბა პირ­ვე­ლად 1976 წელს, აშშ-ში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში გა­მოვ­ლინ­და. ამე­რი­კის ლე­გი­ო­ნის (ომის ვე­ტე­რან­თა კავ­ში­რის) ოთხი ათა­სამ­დე წევ­რი ყო­ველ­წლი­ურ ყრი­ლო­ბა­ზე შე­იკ­რი­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი ერთ-ერთი მათ­გა­ნი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მალე ასე­თი­ვე და­ა­ვა­დე­ბა შეკ­რე­ბის კი­დევ სამ მო­ნა­წი­ლეს და­უ­დას­ტურ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, ინ­ფექ­ცია ამე­რი­კის ლე­გი­ო­ნის ორას­ზე მეტ წევ­რს შეხ­ვდა, რო­მელ­თა­გან სამი ათე­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­მო­ხილ­ვა

"ლე­გი­ო­ნერ­თა და­ა­ვა­დე­ბა" პნევ­მო­ნი­ის მძი­მე ფორ­მაა, რო­მელ­საც ლე­გი­ო­ნე­ლას სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ბაქ­ტე­რია იწ­ვევს. ინ­ფი­ცი­რე­ბა კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მე­ბის ან ონ­კა­ნე­ბის და საშ­ხა­პე კა­ბი­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვრცელ­დე­ბა. (გააგრძელეთ კითხვა)