სადავო მილიონები - ყველაზე ძვირად ღირებული ჰოლივუდური განქორწინებები - კვირის პალიტრა

სადავო მილიონები - ყველაზე ძვირად ღირებული ჰოლივუდური განქორწინებები

მსოფლიოს უამრავი ცნობილი და სკანდალური განქორწინება ახსოვს, თუმცა ზოგისთვის ეს პროცესი ძალიან სარფიან საქმედ იქცა. ჰოლივუდის ვარსკვლავები კი ამ მხრივ ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში. განქორწინებისას, მათ საერთო ქონების გაყოფაც უწევთ, რაც ხშირად რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარსაც კი შეადგენს.

წარმოგიდგენთ ყველა დროის, ყველაზე ძვირად ღირებულ ჰოლივუდურ განქორწინებებს:

არნოლდ შვარცენეგერი და მარია შრაივერი: 200 მილიონი დოლარი

როგორც ვარაუდობენ, მარია შრაივერთან განქორწინება არნოლდ შვარცენეგერს მისი ქონების ნახევარი დაუჯდა.

მადონა და გაი რიჩი: 92 მილიონი დოლარი

ისინი დაქორწინდნენ 2000 წელს, თუმცა რვა წლის შემდეგ განქორწინების დრო დადგა.

კელსი გრამერი და კამილ დონატაჩი: 30 მილიონი დოლარი

2012 წელს კელსი გრემერისა და კამილ დონატაჩის განქორწინების ფასი სოლიდური 30 მილიონი დოლარი იყო. "Cheers" და "Frasier" ვარსკვლავი 14 წლის განმავლობაში იყო ცოლთან, თუმცა მოგვიანებით მან თქვა, რომ ქორწინება დიდი ხანი ისედაც განწირული იყო.

მაიკლ დუგლასი და დიანდრა ლუკერი: 45 მილიონი დოლარი

23-წლიანი ოჯახური ბედნიერების შემდეგ, წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. სასამართლო დავები კი თითქმის 10 წელი გაგრძელდა.

პოლ მაკარტნი და ჰეზერ მილსი: 48,6 მილიონი დოლარი

პოლ მაკარტნი ახლა ამ ქორწინებას უწოდებს “ცხოვრებაში ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებას". (გააგრძელეთ კითხვა)