"მეჩვენება ამ ვიდეოში, თუ საყრდენი გამოუთხარეს, წამოვიდოდა აბა რას იზამდა!" - რას წერს თეა გოდოლაძე ონში, ხიდის მშენებლობისას მთის მასივის ჩამოშლაზე?
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ონში მთის მასივის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"მეჩვენება ამ ვიდეოში, თუ საყრდენი გამოუთხარეს, წამოვიდოდა აბა რას იზამდა! ვინაა მშენებელი? სულ გაგიჟდით?! სულ?! ეს გამაგრების გარეშე არ უნდა გამოჭრილიყო! დაღუპავრნ ამ ქვეყანას ეს კოლექტიური “გივიკოები”!" - წერს გოდოლაძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
შემთხვევას, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ ეტაპზე უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე მომხდარი შედეგად. (წყარო)