"იმ­ხე­ლა აბ­სურ­დი და უმეც­რე­ბა­თა კო­რი­ან­ტე­ლი დატ­რი­ალ­და ამ პი­როვ­ნე­ბის ირ­გვლივ" - რას წერს გიორგი მაისურაძე თამარ მეფეზე? - კვირის პალიტრა

"იმ­ხე­ლა აბ­სურ­დი და უმეც­რე­ბა­თა კო­რი­ან­ტე­ლი დატ­რი­ალ­და ამ პი­როვ­ნე­ბის ირ­გვლივ" - რას წერს გიორგი მაისურაძე თამარ მეფეზე?

ფი­ლო­სო­ფო­სი გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე თა­მარ მე­ფის პერ­სო­ნის ირ­გვლივ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კულ მო­საზ­რე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამის შე­სა­ხებ წერს:

"ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ფე­ის­ბუკ-სტა­ტუ­სით მე­ლა­პა­რა­კა თა­მარ მე­ფე­ზე და ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ოც­ნე­ბის დო­ნე­ზე ვფიქ­რობ მას­ზე რამე სო­ლი­დუ­რის და­წე­რას. მაგ­რამ უკვე იმ­ხე­ლა აბ­სურ­დი და უმეც­რე­ბა­თა კო­რი­ან­ტე­ლი დატ­რი­ალ­და ამ პი­როვ­ნე­ბის ირ­გვლივ, რომ თა­ვის შე­კა­ვე­ბაც მი­ჭირს.

თა­ვი­დან­ვე ვი­ტყვი, რომ თა­მა­რი ყვე­ლა­ზე დიდ და ამაღ­ლე­ბულ პი­როვ­ნე­ბად მი­მაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რომ­ლის სი­დი­ა­დის ტოლ­ფა­სი ცოტა ყო­ლი­ათ სხვა ქვეყ­ნებ­საც კი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე. გარ­და იმი­სა, რომ ფე­ო­და­ლურ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვის ის­ტო­რი­ულ ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს სწო­რედ თა­მა­რის დროს მი­აღ­წია, მისი დაკ­ვე­თით და მის „სა­ქებ­რად“ და­ი­წე­რა „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“, მის კარ­ზე და მას­ზე პრო­ექ­ცი­ით შე­იქ­მნა ერ­თა­დერ­თი, სრუ­ლი­ად თა­ვი­სე­ბუ­რი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თე­ო­ლო­გია, ასე­ვე მთლი­ა­ნად მას­ზე პრო­ექ­ცი­ით გა­ფორმ­და ღვთის­მშობ­ლი­სად­მი წილ­ხვედ­რო­ბის იდე­აც, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ-თე­ო­ლო­გი­უ­რი იდეა. ის იქცა ზე­ა­და­მი­ა­ნურ ფი­გუ­რად, მი­თო­სად, ლა­მის ღვთა­ე­ბად, მთა­ვარ რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ულ და სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ხა­ტად, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც არა­ნა­ი­რი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ზე წარ­მოდ­გე­ნაც კი აღარ არ­სე­ბობ­და. ასე­თად შე­მო­ი­ნა­ხა მისი სახე კო­ლექ­ტი­ურ­მა მეხ­სი­ე­რე­ბამ.

დღეს თა­მარ­ზე გა­ჯლი­გი­ნე­ბე­ბი ძაან ოდი­ო­ზუ­რია, თა­ნაც პლინ­ტუსს ქვე­მოთ ცოდ­ნის და აზ­როვ­ნე­ბის ხა­რის­ხით. youtube-ზე ერთი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ვი­დე­ოც კი მაქვს ნა­ნა­ხი, სა­დაც ამ­ბობს, რომ მონ­ღო­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო იმი­ტომ და­ა­მარ­ცხეს, რომ თა­მარ­მა პრი­ვა­ტი­ზა­ცია არ მო­ახ­დი­ნა და გზე­ბის და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან აფი­ნან­სებ­და. ასე­თი გან­სჯა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დი­აგ­ნო­ზი უფ­როა, ვიდ­რე ის­ტო­რი­ის გა­გე­ბის, თუნ­დაც გა­და­აზ­რე­ბის მცდე­ლო­ბა.ეჭვი მაქვს (თუმ­ცა სა­თა­ნა­დოდ არ მიკ­ვლე­ვია და ამი­ტომ მხო­ლოდ ეჭვს დავ­ჯერ­დე­ბი), რომ თა­მა­რის დაკ­ნი­ნე­ბა სტა­ლი­ნის ეპო­ქი­დან უნდა იღებ­დეს სა­თა­ვეს, რო­დე­საც და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ფი­გუ­რის წინ წა­მო­წე­ვა და­ი­წყო თა­მა­რის გა­და­სა­ფა­რად. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი სტა­ლი­ნის ფა­ვო­რი­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ებ­ში (იხ.: ნიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, „შეხ­ვედ­რე­ბი სტა­ლინ­თან“). და­ვი­თის პოსტსაბ­ჭო­თა გაღ­მერ­თე­ბა­ში სტა­ლი­ნუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლიც აშ­კა­რად ცო­ცხა­ლია: მახ­სოვს მისი ძეგლის გახ­სნა­ზე ამ­ჟა­მინ­დე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვა, რო­მელ­მაც და­ვი­თის სა­ქარ­თვე­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნი­მუ­შად გა­მო­ა­ცხა­და. იგი­ვე აზრი გა­ი­მე­ო­რა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმაც ამა­ვე ძეგლის ხე­ლახ­ლა გახ­სნა­ზე („წინ, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის­კენ!“)

ჰოდა, მი­ვი­ღეთ კი­დე­ვაც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში 12-ე სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბაც!

გარ­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლი­ად ავად­მყო­ფუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა ის­ტო­რი­ი­სად­მი, რო­მე­ლიც, ერთი მხრივ, ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ფე­ტი­შე­ბად ქცე­ვით, მე­ო­რე მხრივ კი მათი გა­სა­მარ­თლე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, თა­მა­რის დაკ­ნი­ნე­ბა­ში ძი­რძვე­ლი ქარ­თუ­ლი მი­ზო­გი­ნი­აც ჰყვა­ვის. რომ ატ­რი­ა­ლე­ბენ ტანტრა­სა­ვით, "ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბი ტაბუ არ უნდა იყოს“, - კი, არ უნდა იყოს ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის, ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სფე­როს­თვის, პა­რო­დია და შარ­ჟიც სა­ჭი­როა, ეს მხო­ლოდ აცო­ცხლებს ის­ტო­რი­ულ ფი­გუ­რებს, ის­ტო­რი­ის გა­და­აზ­რე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მისი დე­კონ­სტრუქ­ცი­აც, მაგ­რამ ამ­დე­ნი უმეც­რე­ბა და უაზ­როვ­ნე­ბა ერ­თობ და­მა­სევ­დი­ა­ნე­ბე­ლია და ხში­რად გუ­ლის ამ­რე­ვიც.

აზ­როვ­ნე­ბის და გე­მოვ­ნე­ბის დონე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის ჩა­ბე­ტო­ნე­ბის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია და ეს თა­ნაბ­რად ეხე­ბა მის ულტრა­კონ­სერ­ვა­ტო­რულ თუ ლი­ბე­რა­ლურ შე­ნა­კა­დებს." - წერს გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე.