ქართული ლიტერატურის შედევრები, რომლებიც თანამედროვეობას მუდამ ეხმიანება - „პალიტრა L“-ის ახალი პროექტი
ქართული ლიტერატურული შედევრები ამოუწურავი საბადოა, სადაც ჩვენი ქვეყნისა თუ პირად საჭირბოროტო საკითხებზე პასუხებს ყოველთვის აღმოვაჩენთ. სწორედ ამიტომაც, მათი სასკოლო პროგრამაში შესწავლა საკმარისი არ არის და ზრდასრულ ასაკში ბევრი ჩვენგანი უბრუნდება ხოლმე.
აღნიშნული ნაწარმოებების სია შეიძლება ყველასთვის სხვადასხვა იყოს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ უმრავლეს შემთხვევაში ისინი თავიდან გადასააზრებელი და ამოსახსნელია, ამიტომ მათი გადაკითხვა არასდროსაა ზედმეტი.
სწორედ ამ მიზნით შეკრიბა გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ქართული ლიტერატურული საგანძურის დიდი კოლექციიდან 8 მნიშვნელოვანი მარგალიტი და გადაწყვიტა, თავიდან გამოეცა ისინი.
8-ტომეული, რომელიც სხვადასხვა ავტორის კლასიკურ ლიტერატურულ ნიმუშებს მოიცავს, წიგნის მაღაზიებსა და ონლაინ კომერციის ვებგვერდებზე 18 სექტემბრიდან გამოჩნდება.
თითოეულ წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის წინათქმა, რომლის მიზანია მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე.
გამომცემლობამ პროექტს #გადავიკითხოთ უწოდა და მასში შემდეგი ნაწარმოებები გააერთიანა:
ილია ჭავჭავაძე - "კაცია-ადამიანი?!" დანიელ ჭონქაძე - "სურამის ციხე";
მიხეილ ჯავახიშვილი - "ლამბალო და ყაშა";
ალექსანდრე ყაზბეგი - "ხევისბერი გოჩა";
ლავრენტი არდაზიანი - "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი";
ეგნატე ნინოშვილი - "ქრისტინე".
გამოცემები გამორჩეული იქნება როგორც წინასიტყვაობით, ისე დიზაინითაც. "პალიტრა L"-ის მიზანია, ქართული ლიტერატურის შედევრების პერიოდულად გამოცემით მკითხველს შეახსენოს ჩვენი საგანძურის მნიშვნელობა და ახალ თაობებს კიდევ უფრო კარგად გააცნოს ის.
"პალიტრა L" როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური უცხოური ლიტერატურის თარგმნის პარალელურად აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე ავტორებს და მუდმივად გამოსცემს ქართული პროზისა და პოეზიის შედევრებსაც. ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ტრადიციას და ამჯერად საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ყველასთვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებებს, რომელთა სიბრძნეც ამოუწურავია", - აღნიშნეს "პალიტრა L"-ში.
ნაწარმოებები, რომელიც "პალიტრა L"-მა რვატომეულში გააერთიანა, დრომ გამოსცადა და დაადასტურა, რომ თითოეული მათგანი კლასიკის უკვდავი ნიმუშია და მკითხველთა თაობების ცვლასთან ერთად, სულ უფრო მეტ საფიქრალს აღძრავს."პალიტრა L"-ის მიერ წლების განმავლობაში შექმნილმა პროექტებმა ლიტერატურული ისტორია შექმნა. მათ შორის იყო "ქართული ლიტერატურის საგანძური", რომელიც ბევრი ოჯახის წიგნის თაროებს ამშვენებს. ასეთივე მნიშვნელოვანი და საოჯახო გამოცემა იქნება პროექტის #გადაიკითხე კიდევ ერთხელ გამოცემული 8-ტომეული, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.