"კიევის მოჩვენების" ნაწილი, ლეგენდარული მფრინავი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა - კიდევ ვინ ემსხვერპლა უკრაინელთა თვითმფრინავების შეჯახებას და რა მოხდა ჟიტომორთან - კვირის პალიტრა

"კიევის მოჩვენების" ნაწილი, ლეგენდარული მფრინავი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა შორისაა - კიდევ ვინ ემსხვერპლა უკრაინელთა თვითმფრინავების შეჯახებას და რა მოხდა ჟიტომორთან

უკ­რა­ი­ნე­ლი პი­ლო­ტე­ბი, სას­წავ­ლო L-39-ით მე­ო­რე თვითმფრი­ნავს შე­ე­ჯახ­ნენ და და­ი­ხოც­ნენ. და­ღუ­პულ მფრი­ნა­ვებს შო­რის იყო ცნო­ბი­ლი "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბის" ერთ-ერთი პი­ლო­ტი, სა­ძა­ხი­სით "ჯუსი". ასე­ვე და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან მფრი­ნა­ვე­ბი ვი­ა­ჩეს­ლავ მიმნკა და სერ­გეი პრო­კა­ზი­ნი.

ორი საბ­რძო­ლო-სა­ვარ­ჯი­შო ხო­მალ­დი L-39, ქა­ლაქ ჟი­ტო­მირ­თან ახ­ლოს, კი­ე­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 87 მი­ლის მან­ძილ­ზე ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "თვი­თერ­ზეც" და­ა­დას­ტუ­რეს.

"გარ­დაც­ვილ პი­ლო­ტებს შო­რის არის "ჯუ­სიც“. ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს ვუ­სამ­ძიმ­რებთ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიც, რო­მე­ლიც F-16-ის­თვის ეკი­პა­ჟის გა­და­სამ­ზა­დე­ბელ წევ­რებს აგ­რო­ვებს.

"გუ­შინ, ჟი­ტო­მი­რის ცაზე მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას სამი პი­ლო­ტი, ან­დრეი პილ­ში­კო­ვი, სა­ძა­ხი­სით "ჯუ­სიც“ შე­ე­წი­რა. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

პილ­ში­კო­ვი "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბის“ ნა­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ და ჩრდი­ლო­ეთ უკ­რა­ი­ნას ომის და­სა­წყის­ში იცავ­და. ის ასე­ვე F-16-ის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. "კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბას" უწო­დე­ბენ რამ­დე­ნი­მე მფრი­ნა­ვის­გან შემ­დგარ გუნდს, რომ­ლებ­საც 6 რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბას მი­ა­წე­რენ ომის და­სა­წყის­ში. მის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი დღემ­დე ლე­გენ­და­სა­ვით და­დის. (გააგრძელეთ კითხვა)