კარგი ამბავი ფრონტიდან - უკრაინელებმა რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

კარგი ამბავი ფრონტიდან - უკრაინელებმა რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს

უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

“რობოტინო გათავისუფლებულია და შემდგომში ჩვენი ჯარები ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაადგილებას განაგრძობენ”, - აღნიშნა მალიარმა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვოპროკოპოვკასა და ოჩერეტოვატისკენ წინსვლას განაგრძობენ.

"ინტერპრენიუსი"