"რუსეთის გუბერნიასავით გვექცევიან" - როგორ თამაშობენ "დიდ პოლიტიკოსობანას" მედვედევი, ბჟანია და გაგლოევი - კვირის პალიტრა

"რუსეთის გუბერნიასავით გვექცევიან" - როგორ თამაშობენ "დიდ პოლიტიკოსობანას" მედვედევი, ბჟანია და გაგლოევი

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი მოს­კოვ­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენტს, ალან გაგ­ლო­ევ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ახ­ლად გა­მო­წე­რილ ას­ლან ბჟა­ნი­ას შეხ­ვდა. მედ­ვე­დე­ვის თქმით, "ისი­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის მო­ლო­დინ­ში არი­ან". სა­უ­ბა­რია, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბი­დან 15 წლის­თავ­ზე, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, "მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა".

მისი აზ­რით, მას შემ­დეგ რუ­სე­თი­სა და ორი ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კარ­გად ვი­თარ­დე­ბა.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მედ­ვე­დევს “აფხა­ზუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი უზარ­მა­ზა­რი წვლი­ლის­თვის”. ალან გაგ­ლო­ევ­მა ასე­ვე მად­ლო­ბის სი­ტყვის შემ­დეგ, გა­ნა­ცხა­და, რომ "2008 წელს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ქარ­თუ­ლი აგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბა".

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გაგ­ლო­ე­ვის მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გა­სა­გე­ბია - ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, ან სუ­ლაც მი­ერ­თე­ბას სთხოვ­და, სა­ნაც­ვლოდ კი, უკ­რა­ი­ნა­ში მე­ომ­რე­ბის გაგ­ზავ­ნას დაჰ­პირ­დე­ბო­და, რაც შე­ე­ხე­ბა ბჟა­ნი­ას მედ­ვე­დევ­თან ვი­ზიტს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "რუს მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ურ­ჩევ­ნია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს - აფხა­ზეთს მათ მი­ერ­ვე აღი­ა­რე­ბულ ცალ­კე სუ­ბი­ექ­ტად მი­იჩ­ნევს, თუ რე­სე­თის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად".

"მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა სთხო­ვა გაგ­ლო­ევ­მა მედ­ვე­დევ­სა და რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მაგ­რამ სა­ინ­ტრე­სოა, რაზე ესა­უბ­რა ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი... ჩვენს აღ­შფო­თე­ბა­ზე, მედ­ვე­დე­ვის ბრიყ­ვულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუსი ტუ­რის­ტე­ბი ირო­ნი­უ­ლად იღი­მე­ბოდ­ნენ. ეს რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს?!.

თან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გვი­ლო­ცა­ვენ, თან მარ­თლა რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ა­სა­ვით გვექ­ცე­ვი­ან. ჩვენს რე­აქ­ცი­ებს ცდი­ან. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მედ­ვე­დევ­მა და­ი­წყო და ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან, ანუ აფხა­ზეთ­ში პრობ­ლე­მე­ბის გამ­წვა­ვე­ბას­თან ერ­თად, ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმა­ტებს. საით მიჰ­ყავთ ვი­თა­რე­ბა, გა­სა­გე­ბია", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლიკა ჯე­ნია.

"აფხა­ზეთ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­დან 30 წლის შემ­დეგ, არ არის დენი და წყა­ლი, გაზი არც არას­დროს ყო­ფი­ლა. დღე არ გავა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით უშუ­ქოდ და უწყლოდ არ დავ­რჩეთ. ამი­ტო­მაც, სულ არ მიკ­ვირს რუ­სე­ბის ირო­ნია. იცი­ან ჩვე­ნი სუს­ტი წერ­ტი­ლი. რაც მთა­ვა­რია, არც ჩვენს მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს გა­უ­კე­თე­ბია რამე აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, არც ერთი რე­ფორ­მა არ გა­ტა­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზაც კი არ გვაქვს. პო­ლი­ტი­კო­სებს ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი აქვთ, ცალი ხე­ლით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას გვი­ლო­ცა­ვენ და ხელს გვარ­თმე­ვენ, მე­ო­რით, თა­ვი­ანთ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მიგ­ვათ­რე­ვენ, მი­წებს ისა­კუთ­რე­ბენ, ბიზ­ნე­სებს იწყო­ბენ. ჩვენ შო­რი­დან ვუ­ყუ­რებთ და ქვეყ­ნი­დან გა­გქ­ცე­ვას ვცდი­ლობთ", - წერს ალან აჟი­ბა.

განაგრძე კითხვა