რას ნანობს ყველაზე მეტად ჯენიფერ ენისტონი და რას ურთიერთობა აქვს მას ადამ სენდლერთან - კვირის პალიტრა

რას ნანობს ყველაზე მეტად ჯენიფერ ენისტონი და რას ურთიერთობა აქვს მას ადამ სენდლერთან

ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­მა სულ ახ­ლა­ხანს Wall Street Journal-ს მის­ცა ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც მსა­ხი­ობ­მა მისი და ადამ სენდლე­რის გუ­ლი­თად მე­გობ­რო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ჯე­ნი­ფერ­მა გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ ადა­მი მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე დღე­ებ­ში მუ­დამ მხარ­ში უდ­გას და ახ­სე­ნებს, რომ მის­თვის ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რია.

Wall Street Journal-თან სა­უბ­რი­სას ენის­ტონ­მა 2019 წლის ფილ­მის, "მკვლე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს" გა­და­ღე­ბის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, რო­მელ­შიც ის და სენდლე­რი მთა­ვარ როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ჯე­ნი­ფე­რის თქმით, მას შემ­დეგ, რაც ადამ­მა და მის­მა ცოლ­მა, ჯე­კიმ შე­ი­ტყვეს, რომ ის შვი­ლის ყო­ლას ცდი­ლობ­და, ყო­ველ დე­დის დღეს მას ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გულს უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

მსა­ხი­ო­ბე­ბი 2019 წლამ­დეც მე­გობ­რობ­დნენ. მათ 2011 წელ­საც გა­და­ი­ღეს რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დია, სა­ხელ­წო­დე­ბით Just Go With It. 54 წლის ჯე­ნი­ფერ ენის­ტონს არ ჰყავს შვი­ლე­ბი და 2022 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ორ­სუ­ლე­ბას ცდი­ლობ­და:

"ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის... ყვე­ლა­ფერს გა­ვი­ღებ­დი იმის­თვის, რომ წლე­ბის წინ ვინ­მეს ეთ­ქვა, შენს თავს სი­კე­თე გა­უ­კე­თე და კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი გა­ყი­ნეო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლია."

განაგრძე კითხვა